• Ƀ/$

KFW-ს დაფინანსებით კახეთსა და სამეგრელოში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელები მოეწყობა

14 მაისი 16:55, 2018 წელი | ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან ერთად მყარი ნარჩენების მართვისა და ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. 

პროექტი კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სანიტარული  ნაგავსაყრელის მოწყობას და ინტეგრირებულ მართვას ითვალისწინებს. 


გეგმის თანახმად, მოეწყობა ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი, აშენდება გადამტვირთი სადგურები და კომპოსტირების პილოტური ქარხანა. პროექტი ასევე ითვალისწინებს დასუფთავების მანქანების შეძენას  და არსებული ნაგავსაყრელების დახურვას.


პროექტის დასაფინანსებლად KfW 30 მილიონი ევროს გამოყოფს.


გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის კუთხით  ვითარების გაუმჯობესებაში ეხმარება. KfW საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებთან  მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალში თანამშრომლობის გაფართოება იგეგმება.


 


მსგავს თემაზე:


გერმანია საქართველოს 252.7 მილიონ ევროს გამოუყოფს


საქართველოში ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ამოქმედდება


სხვა სიახლეები