• Ƀ/$

იერუსალიმში აშშ–ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა – დაიღუპა 28 პალესტინელი

14 მაისი 17:41 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის საელჩო, რომელიც თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანეს, ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ამერიკის პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი მეუღლესთნ და ფედრეზერვის შეფი სტივენ მნუჩინი ესწრებიან.

იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე არეულობა მოხდა.


ისრაელელ სამხედროებთან დაპირისპირების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 28 პალესტინელი დაიღუპა და 500 დაიჭრა. მანამდე 7 პალესტინელის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.


მედიის ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა პალესტინელების მისამართოთ ცეცხლი გახსნეს.


თვითმხილველების თქმით, პალესტინელებმა სასაზღვრო ჯებირების გარღვევა და ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა საბურავებს უკიდებდა ცეცხლს.


სხვა სიახლეები