• Ƀ/$

აშშ–ისა და უზბეკეთის პრეზიდენტები $8,5 მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებენ

15 მაისი 10:43 | ეკონომიკა

უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მხარეები 40–ზე მეტ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, მათ შორის $8,5 მილიარდიან შეთანხმებას სავაჭრო–ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობაზე.

ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა კომილ ალამჟონოვმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრეს–მდივნის თქმით, დასახელებული რიცხვები ვიზიტის დროს შეიძლება შეიცვალოს.


შავკატ სირზიოევს ვაშინგტონში 15 მაისს ელოდებიან.


„მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აღნიშნულ ვიზიტს. აშშ–ის ადმინისტრაციამ უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტს მაღალი შეფასება მისცა“, – განაცხადა ალამჟონოვმა.


შავკატ მირზიოევი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 16 მაისს შეხვდება.


მხარეები პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო და სხვა საკითხებს განიხილავენ.


უზბეკეთის პრეზიდენტი 17 მაისს პენტაგონს ეწვევა, სადაც აშშ–ის თავდაცვის მინისტრთან ჯეიმს მეტისთან მოლაპარაკებას გამართავს. კაპიტოლიუმში სენატორებთან და კონგრესმენებთან დაგეგმილ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილება.


შავკატ მირზიოევი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთანაც გამართავს შეხვედრას, უზბეკეთში ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.


აშშ–უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 19 თებერვალს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები სამოქალაქო საზოგადოების, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობენ.


სხვა სიახლეები