• Ƀ/$

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2017 წელს 7.9 მილიონამდე გაიზარდა

15 მაისი 12:06 | ეკონომიკა

საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წელს საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 17.7%-ით აღემატება. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

იმავე პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 20.2%-ით 6.5 მილიონამდე გაიზარდა. განსხვავებას ამ ორ რიცხვს შორის სხვადასხვა მეთოდოლოგია განაპირობებს. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ვიზიტორი კი უნდა იყოს 15 წლის ან უფრო მეტის, რომელიც საზღვარს 1 წელზე ნაკლები ვადით გადაკვეთს. ვიზიტორებად არ აღირიცხებიან დასაქმების მიზნით შემოსული პირები აგრეთვე სამხედრო პირები და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები.


ასაკობრივ ჭრილში საერთაშორისო მოგზაურებიდან ყველა მეტი შემოსვლა 31-50 წლის ასაკის ადამიანებზე მოდის.



ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს როგორც 2016, ასევე 2017 წლებში მესამე კვარტალში ეწვია, რაც ძირითადად ტურისტულ აქტიობას უკავშირდება.



როგორც წინა წლებში 2017 წელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა, თუმცა მათი წილი ოდნავ შემცირებულია. 


2017 წელს ვიზიტორების 62.3% კაცი იყო, 37.7% კი ქალი. 


ვიზიტების უმრავლესობა 3.1 და 1.9 მილიონი თბილისსა და აჭარაში განხორციელდა. 


2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (3.8 ღამე) 13 პროცენტით აღემატება.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2018 წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტ ვიზიტორს და $3 მლრდ-ზე მეტ შემოსავალს ელის.


 


მსგავს თემაზე:


ტურისტების რაოდენობა იანვარ-აპრილში 27.2%-ით გაიზარდა


NATIONAL GEOGRAPHIC ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორი გახდა


მსგავს თემაზე:

ეკონომიკაში ტურიზმის მნიშვნელობა იზრდება


საქართველოს ეკონომიკის ზრდაში ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია



სხვა სიახლეები