• Ƀ/$

TANAP-ის გახსნით პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურული გარდაქმნა ახალ ეტაპზე გადავა

15 მაისი 13:43 | ანალიტიკა

ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გახსნა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ინფრასტრუქტურული გარდაქმნის ახალი ეტაპი იქნება.

ამ თემაზე სტატიას ინტერნეტგამოცემა „ბელარუს სეგოდნია“ ავრცელებს.


TANAP-ის ექსპლუატაციაში გაშვების საზეიმო ცერემონია თურქეთში 12 ივნისს გაიმართება.


პოსტსაბჭოთა ქვეყნების სატრანსპორტო, მათ შორის ნავთობისა და გაზის გადაზიდვის ინფრასტრუქტურა ერთიანი და თვითმყოფადი საბჭოთა სახალხო–სამეურნეო კომპლექსის უზრუნველსაყოფად იყო შექმნილი. აარკ–ის დაშლის შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ზოგიერთი ახალი ქვეყანა თავისი ეკონომიკებისთვის ნედლეულისა და ენერგორესურსების სიჭარბეს განიცდიდა. ამ ქვეყნებით უცხოელი მოთამაშეები დაინტერესდნენ, უპირველესად – ევროკავშირი. თუმცა, საბჭოთა ინფრასტრუქტურა მიწოდების შესაძლებლობას არ იძლეოდა და ეს ქვეყნები სრულად ტრანზიტორ ქვეყნებზე დამოკიდებული აღმოჩნდნენ. აზერბაიაჯნის ნახშირწყალბადებისთვის ერთადერთი საექსპორტო გზა რუსეთზე, ნოვოროსიისკის პორტზე გადიოდა. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა თურქმენეთი, რომელიც ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდ მარაგებს ფლობს მსოფლიოში.


პერსპექტივაში TANAP საპროექტო სიმძლავრეების გარდა, რომელიც აზერბაიჯანული შაჰ–დენიზის საბადოს ნედლეულის გადაზიდვას გულისხმობს, შესაძლოა უფრო დიდი რესურსების გამტარი აღმოჩნდეს. მათ შორის იგულისხმება ბუნებრივი გაზი ირანიდან და თურქმენეთიდან, რომელიც საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპულ ბაზარს მოამარაგებს.


სატრანსპორტო დერეფნების ასეთი დივერსიფიცირების მხოლოდ კონფრონტაციულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში განხილვა გაუმართლებელია, ვინაიდან აზერბაიჯანი იგივე რუსეთთან და ირანთან ერთად „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის რეალიზებაშია ჩართული. ეს მიმაკრთულება რუსეთის ენერგორესურსებს სპარსეთის ყურის პორტებამდე, პაკისტანამდე და ინდოეთამდე მიიტანს. ამდენად, ევრაზიის კონტინენტზე სატრანსპორტო დერეფნების ქსელი უფრო გაშლილად და დეცენტრალიზებულად გამოიყურება.


TANAP სათავეს აიღებს საქართველო-თურქეთის საზღვრთან, ახალციხის მახლობლად და თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე, ქალაქ ედირნეს სამხრეთამდე (თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი) მივა. გეგმის მიხედვით, აღნიშნული მილსადენის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, 2018 წელს მისი სიმძლავრე 16 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა შეადგენდეს, ხოლო 2026 წლიდან მოყოლებული, როდესაც ექსპლუატაციაში დამატებითი კომპრესორული სადგურიც შევა, გამტარობა 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. 6 მილიარდი კუბური მეტრი წინსწრებითაა გათვალისწინებული დინამიკურად განვითარებადი თურქული ბაზრისთვის, რომელსაც ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება როგორც რუსეთიდან, „ლურჯი ნაკადის“ მილსადენით, ისე ირანიდან „ტებრისი-ანკარას“ მილსადენით. დანარჩენი ათი მილიარდი (2026 წლიდან კი 25 მილიარდი) კუბური მეტრი ევროპის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.


მსგავს თემაზე:


საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ივნისიდან კიდევ უფრო გაიზრდება


TANAP–ის გახსნის ცერემონიის თარიღი შეიცვალა


სხვა სიახლეები