• Ƀ/$

ევრო ზონის მშპ-ის ზრდა შენელდა

15 მაისი 16:35 | ანალიტიკა

სამშაბათს გამოქვეყნებული სტატისტიკა მოწმობს, რომ ევრო ზონაში ეკონომიკის ზრდა შენელდა. მარტში სამრეწველო წარმოების მოცულობაც ნავარაუდებზე ნაკლებია.

ეს ყველაფერი იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ შესაძლოა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB), ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეწყვეტა გადაიფიქროს, ან დროში გაწელოს.


ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ევრო ზონის 19 ქვეყანაში პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0.4%–ით გაიზარდა. შედარებისთვის, წინა კვარტალებში ზრდა 0.7% იყო. შესაბამისად, შემცირდა მშპ-ის წლიური მაჩვენბელი - ამ შემთხვევაში ზრდა 2.5 პროცენტია. შედარებისთვის, 2017 წლის მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდის წლიური მაჩვენებელი 2.7% იყო, მეოთხე კვარტალში კი ზრდამ 2.8%–ს მიაღწია.


ევროსტატისვე მონაცემებით, სამრეწველო წარმოება მარტში 0.5%–ით გაიზარდა, არადა, ანალიტიკოსების პროგნოზით, ზრდა 0.7-პროცენტიანი უნდა ყოფილიყო. წლიური გადაანგარიშებით, მრტში სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდამ 3% შეადგინა, როცა ბაზარი 3.7%–ს ელოდა.


შენელებულია ევრო ზონის ყველაზე დიდი, გერმანიის ეკონომიკის ზრდაც, რაც ძირითადად, ვაჭრობის გაუარესებამ გამოიწვია. ამ ქვეყნის ეკონომიკა პირველ კვარტალში მხოლოდ 0.3%–ით გაიზარდა.


ევროპის ცენტრალური ბანკის ბოლო სხდომის შემდეგ, მისმა პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან ევრო ზონის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი შენელდა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ეს ECB-ს მონეტარულ პოლიტიკას ვერ შეცვლის. მაშინ დრაგიმ ინფლაციის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით საკუთარი განწყობა ასე დაახასიათა: „სიფრთხილე, რომელიც უცვლელი თავდაჯერებით არის შერბილებული“.


ბევრი ანალიტიკოსი მოელის, რომ ECB მონტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით თავის კორექტირებულ გეგმებს ივლისში გაგვაცნობს. ადრე ეს მოლოდინი ივნისზე იყო.


მსგავს თემაზე:


დაბალი ინფლაცია ევროს კურსზე უარყოფითად აისახება


ევრო ECB-ს სხდომის მოლოდინშია


ECB-მ ევროზე განაკვეთი უცვლელად დატოვა


 


სხვა სიახლეები