• Ƀ/$

ფულადი გზავნილები 17.1%-ით გაიზარდა

15 მაისი 16:30 | ფინანსები

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა და $123.9 მლნ-ს (300.5 მლნ ლარი) მიაღწია. ინფორმაციას სები ავრცელებს. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.74 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.68 პროცენტი მოდიოდა.



ფულად გზავნილებში ტრადიციულად რუსეთი ლიდერობს, თუმცა მისი წილი შარშანდელთან შედარებით 33.4%-დან 28.5%-მდეა შემცირებული. რუსეთისგან განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნების წილი 29.7-დან 35.2 პროცენტამდეა გაზრდილი.


2018 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (44.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს $3 მლნ-ით აღემატება.


 


მსგავს თემაზე:


EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.5%-ით გაიზრდება


ექსპორტის მოცულობა პირველ კვარტალში 28,4%–ით გაიზარდა


სხვა სიახლეები