• Ƀ/$

ანკარამ ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცა

15 მაისი 17:52 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში ისრაელის ელჩი დაიბარა და მას დროებით ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.


News Exicutive–ს ინფორმაციით, ისრაელის დიპლომატი თურქეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და მას ქვეყნის დატოვება უბრძანეს.


არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვართან იმ შეტაკებას უკავშირდება, რომლის შედეგად 61 პალესტინელი დაიღუპა, და 3 ათასზე მეტი დაშავდა.


თურქეთში მომხდართან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.


ისრაელში აშშ–ის საელჩოს ახალი შენობა, რომელშიც დიპკორპუსი თელ–ავივიდან გადავა, იერუსალიმში ორშაბათს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საელჩოს გადანაცვლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო და ამ ღონისძიებას მისი შვილი ივანკა ტრამპი დაესწრო და სიტყვითაც მიმართა საზოგადოებას.


ამ ფაქტმა პალესტინელების შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ვაშინგტონის ამ ნაბიჯში პალესტინაზე ისრაელის სრული იურისდიქციის აღიარებას ხედავენ მაშინ, როდესაც თავად სურთ საკუთარი დედაქალაქის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსება.


მსგავს თემაზე:


საელჩო იერუსალიმში – სისხლისღვრა და დიპლომატიური დემარში


სხვა სიახლეები