• Ƀ/$

ფხენიანმა სეულთან მოლაპარაკება გააუქმა და აშშ–თან სამიტის გაუქმებითაც იმუქრება

16 მაისი 10:25 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ფხენიანი აშშ–თან სამიტის გაუქმებით იმუქრება, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააგრძელებს ზეწოლას ჩრდილოეთ კორეაზე და შეეცდება, უარი ათქმევინოს ბირთვულ შეიარაღებაზე.

ჩირდილოკორეული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ცტაკი“ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ აშშ „გუთხეში მიგვამწყვდევს და ცალმხრივად მოითხოვს, უარი ვთქვათ ბირთვულ შეიარაღებაზე, მაშინ ჩვენთვის საინტერესო აღარ იქნება ეს მოლაპარაკებები და გადავხედავთ შტატებთან დაგეგმილ სამიტს“.


ჩირდილოეთ კორეას „დიდი იმედები ჩაესახა, რომ ეს სამიტი ნახევარკუნძულზე ვითარების განმუხვტას უზრცნველყოფდა და დიდი მომავლის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში, თუმცა „ძალიან სამწუხაროა, რომ სამიტის წინ აშშ ჩვენს პროვოცირებას ახდენს თავისი აბსურდული განცხადებებით“.


აშშ–ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა მარტში შეთანხმდა და მისი გამართვა 12 ივნისს სინგაპურშია დაგეგმილი.


„ჩვენ ვეცდებით, ეს განსაკუთრებულ მომენტად ვაქციოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერე.


BBC-ს კორესპონდენტი ჩრდილოეთ კორეიდან იუწყება, რომ ჩრდილოკორეელი ლიდერების აღნიშნული განცხადებებში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას, თუმცა სამიტის გაუქმებაზე ჯერ არაფერს ფიქრობენ.


მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა


ამ განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე ფხენიანმა სეულთან მოლაპარაკებები გააუქმა, რომელიც დღეს, ოთხშაბათს უნდა გამართულიყო ორი კორეის ლიდერების 27 აპრილის შეხვედრის კვალდაკვალ.


მოლაპარაკება ორივე მხარის მიერ იყო კვირის დასაწყისში მხარდაჭერილი და ფხანმუნჯომში – დემილიტარიზებულ ზონაში უნდა გამართულიყო. შეხვედრაზე ის შეთანხმებები უნდა განეხილათ, რომლებსაც კორეების ლიდერებმა მიაღწიეს 27 აპრილის შეხვედრაზე.


განსახილველ საკითხებს შორის მთავარი იყო კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადება. ასევე უნდა განეხილათ სამშვიდობო შეთანხმება, ვინაიდან კორეის ომი დაზავების შეთანხმების ხელმოწერით შეწყდა და ფორმალურად ორივე ქვეყანა დღეს საომარ მდგომარეობაში არიან.


ცეცხლზე ნავთის დასხმა


სამხრეთ კორეისა და აშშ–ის გახშირებული ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განრისხებას იწვევს.


მანამდე ფხენიანი, სამზედრო წვრთნების საპასუხოდ, „ფართომასშტაბიანი იერიშით“ იმუქრებოდა და სამხრეთ კორეისა და აშშ–ის აღნიშნულ ქმედებებს „ცეცხლზე ნავთის დასხმა“ უწოდა.


ამჟამინდელ სამხედრო სწავლებებში, სახელწოდებით „Max Thunder”, 100–მდე სამხედრო საფრენი აპარატი მონაწილეობს, „მათ შორის სტრატეგიული ბირთვული ბომბდამშენი B-52 და უხილავი ავიაგამანადგურებელი F-22 „რაპტერი“, – წერს ჩრდილოკორეული სააგენტო „ცტაკი“.


როგორც მანამდე, ფხენიანმა მიმდინარე სწავლებებიც პროვოკაციად და „თავდასხმის მზადებად“ შეაფასა.


მსგავს თემაზე:


კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ისტორიული ვიზიტით იმყოფება


ორი კორეის ლიდერები განიარაღებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ


კორეის ნახევრაკუნძულზე მშვიდობა ისადგურებს


ფხენიანმა ჯაშუშობაში ბრალდებული აშშ-ის 3 მოქალაქე გაანთავისუფლა


სხვა სიახლეები