• Ƀ/$

ეკონომიკური დანაშაულებით რუსეთი მსოფლიოს ტოპხუთეულში მოხვდა

16 მაისი 10:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთი იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში მოხვდა, სადაც ბიზნესის წინააღმდეგ ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ასედი შედეგები დადო კვლევის შედეგად საკონსალტინგო კომპანია PricewaterhouseCoopers–მა (PWC), იუწყება „როსბიზნესკონსალტინგი“.


პირველ სამეულში საფრანგეთი, კენია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ. რუსეთის ფედერაცია მეოთხე ადგილს უგანდასთან ერთად ინაწილებს. PWC–ს წინა კვლევის თანახმად, 2015 წელს რუსეთი ამ სიაში მერვე ადგილზე იყო. კვლევა 54 ქვეყანაში ჩატარდა.


PWC–ის მონაცემებით, 2016–2017 წლებში რუსეთში მკვეთრად გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ეკონომიკური დანაშაულების მსხვერპლი გახდნენ. წინა კვლევის დროს თაღლითობის მსხვერპლი გამოკითხული 120 კომპანიიდან 48% გახდა. ბოლო კვლევის თანახმად, რომელმაც 210 კომპანია მოიცვა, პრობლემებს 66% წააწყდა. რუსეთის ფედერაციაში გამოკითხულთა უმრავლესობა (53%) ატივების უკანონო მითვისებას შეეჯახა. სიხშირით მეორე ადგილზე მექრთამეობა და კორუფცია გავიდა, რასაც რესპონდენტთა 41% უჩივის.


სხვა სიახლეები