• Ƀ/$

თბილისის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით 30 მილიონი ლარი გამოეყო

16 მაისი 11:06 | ეკონომიკა

თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ. კახა კალაძემ დამატებითი ტრანსფერისთვის მადლობა გადაუხადა და  აღნიშნა, რომ თანხა დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.


დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. გამოთავისუფლებული სახსრების კი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.


გადაწყვეტილება შესაბამისობაშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას გულისხმობს.


ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქვეყნის ინფრასტრუქტურული მზაობა პრიორიტეტული ხდება. ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მათ შორის, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა და არსებული საჭიროებების შესწავლა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა მომზადდება.


მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი სამი წლის განმავლობაში, სპორტულ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს.


 


მსგავს თემაზე:


საბურთალოს ხაზს მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება


რუსთაველზე და ჭავჭავაძეზე შესაძლოა ე.წ. ბასლაინები მოეწყოს


სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები