• Ƀ/$

ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან

16 მაისი 12:23 | ეკონომიკა

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

 

მისი თქმით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ შეძლებ საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება.


„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე გადაიხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ ბინების მშენებლობა და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა სახელმწიფოს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები, ხოლო მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესაძლებლობა  მინიმუმამდე იქნა დაყვანილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  


კალაძის განცხადებით მოძიებულია 16 ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამასთან პირველ ეტაპზე  ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები  დაკმაყოფილდება და შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. დეველოპერების შერჩევა კონკურენტული პრინციპით განხორციელდება მთავარ კრიტერიუმად დაზარალებულთა მაქსიმალური რაოდენობის საჭირო ფართით დაკმაყოფილება სახელდება.


 


მსგავს თემაზე:


შენობის ექსპლუატაციაში შესასვლელად ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემა სავალდებულო გახდება


„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველთათვის რვაპუნქტიან რეკომენდაციას ავრცელებს


სხვა სიახლეები