• Ƀ/$

ქალისა და კაცის ტანსაცმლის მწარმოებელი ქარხანა 17 მაისს გაიხსნება

16 მაისი 13:51 | ეკონომიკა

„აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 17 მაისს ქალისა და კაცის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანა შპს „ემჯიემტექს“ გახსნის. საწარმო პირველ შეკვეთას H&M-ისგან მიიღებს. 

შპს „ემჯიემტექსი“ რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.


შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო სრული სიმძლავრით გაეშვება, დასაქმებულების რაოდენობა  250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას -  საწყის ეტაპზე  1 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.  აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული.


პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება, რომლის მისიაც ქართული საწარმოების მხარდაჭერა და მათი გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. მთავარი მიზანს კი ქვეყანაში მეწარმოების განვითარება წარმოადგენს.


 


მსგავს თემაზე:


მაღალტექნოლოგიურ საწარმოს საქათრველო წამყვანი ქვეყნების სიაში შეჰყავს


ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი ექსპორტზე ევროპაში გავა


სხვა სიახლეები