• Ƀ/$

ქართულ-ყაზახურმა მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს

16 მაისი 15:56 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყააზახეთში ვიზიტის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხზე პრემიერ-მინისტრ ბაჰიტჟან საგინტაევთან შეხვედრა გამართა.   

შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ორი ქვეყნის ჩართულობას დაეთმო, ამ მხრივ აბრეშუმის გზის მარშრუტის განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის აქტიური მონაწილეობას და სარკინიგზო სატრანზიტო პროექტების მიმართ ასტანას მზარდ დაინტერესებას გაესვა ხაზი.


მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეიწყონ ორმხრივი საინვესტიციო პროექტების განვითარებას და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებისთვის ერთის მხრივ საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო  და მეორეს მხრივ ყაზახეთის ეკონომიკური შესაძლებლობებით დაინტერესებას.


საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. 2017 წელს ექსპორტმა $51 მლნ შეადგინა, იმპორტმა კი $11 მლნ. ყაზახეთი საქართველოსთან ერთად აბრეშუმის გზის პროექტშია ჩართული.


 


მსგავს თემაზე:


პენტაგონის ტვირთების საქართველოზე ტრანზიტს ყაზახეთი უერთდება


ყაზახეთი ტრანსკასპიის დერეფანში უდიდეს პოტენციალს ხედავს


სხვა სიახლეები