• Ƀ/$

დოლარის კურსი ექვსი თვის მაქსიმუმს მიუახლოვდა

16 მაისი 16:53 | ანალიტიკა

ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან წყვილში, მის საშუალო კურსს ასახავს, ბოლო ექვსი თვის მაქსიმუმს დღეს მიუახლოვდა.

მთავარი მამოძრავებელი ისევ შეერთებული შტატების გრძელვადიან სახაზინო ვალდებულებათა მომგებიანობის ზრდაა. პარალელურად, ევროს ფასი $1.18–ზე დაბლა ჩამოვიდა, რაც დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.


დოლარის ინდექსი დღეს 0.24%–ით გაიზარდა და 93.36-ს მიაღწია, ეს კი დეკემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. სახელმწიფო ვალდებულებათა მომგებიანობის ზრდა გასულ კვირასში შეფერხდა, რამაც ამერიკული ვალუტის კურსზე უარყოფითად იმოქმედა. თუმცა ამ კვირაში ზრდის ტრენდი გაგრძელდა, რაც დოლარის კურსზეც აისახა.


თავის მხრივ, ამ ტრენდს ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი უწყობს. სამშაბათს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ საცალო გაყიდვების მაჩვენებელი გაიზარდა, რაც მომხმარებელთა ხარჯვის, შესაბამისად კი ინფლაციის ზრდის მანიშნებელია.


ეკონომიკის მდგრადი განვითარება ინვესტორებს სულ უფრო მეტად არწმუნებს იმაში, რომ შესაძლოა, ფედრეზერვმა წელს დოლარზე განაკვეთი კიდევ სამჯერ ასწიოს და არა ორჯერ, როგორც ეს დაგეგმილი აქვს.


შეერთებული შტატების 10-წლიან სახაზინო ვალდებულებათა მომგებიანობა 3.095 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2011 წლის აგვისტოს შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. მისი ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი გახდა ფედრეზერვის მიერ მაისის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს მჭიდროდ მიუახლოვდა. ფედრეზერვმა, წელს პირველად, დოლარზე განაკვეთი მარტში ასწია და კვლავ დაადასტურა, რომ წლის ბოლომდე კიდვ ორჯერ აპირებს ამის გაკეთებას.


რაც შეეხება ევრო-დოლარის წყვილს, მისი ფასი 1.18 დლარზე დაბლა 19 დეკემბერის შემდეგ პირველად ჩამოვიდა. დღეს წლევანდელი მინიმუმი - 1.1764 დააფიქსირა და კორექციულ ფაზაში გადავიდა.


ევროპული ვალუტის სისუსტეს ძირითადად ის ფაქტორი განაპირობებს, რომ, დიდი ალბათობით, იტალიის მომავალი მთავრობა, ევროპის ცენტრალურ ბანკს იმ 250 მილიარდი ევროს ვალის ჩამოწერას სთხოვს, რომელიც იტალიას გააჩნია.


მსგავსს თემაზე:


ევრო ზონის მშპ-ის ზრდა შენელდა


ფინანსური ბაზრების კვირის მოლოდინები


დოლარი ისევ ბოლო ოთხი თვის მაქსიმუმთანააა


ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი იზრდება


სხვა სიახლეები