• Ƀ/$

ოსლო „გაზპრომისთვის“ Norge-ს აქტივების გადაცემას აპროტესტებს

16 მაისი 18:20 | ეკონომიკა

ნორვეგიის მთავრობა რუსულ „გაზპრომსა“ და ავსტრიულ OMV-ს შორის აქტივების გაცვლას აპროტესტებს, რომლის შედეგადაც რუსული კონცერნი OMV-ს შვილობილი Norge–ს აქტივების ხელში ჩაგდებას შეძლებს. ეს უკანასკნელი ნორვეგიაში მოიპოვებს გაზს.

„ჩვენ OMV-ს ვაცნობეთ, რომ ეს გარიგება არ გვახარებს, ვინაიდან ჩვენი მიზანია ევროპაში გაზის მიწოდების დივერსიფიცირება“, – განაცხადა ოთხშაბათს, 16 მაისს, ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ტერიე სიოვიკნესმა.


ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია გაზის სტაბილური წყაროები, აღნიშნა მინისტრმა, მაგრამ თუ „გაზპრომი“ ნორვეგიის სანაპიროებთან დაიწყებს მუშაობას, ამენ შეიძლება ბევრი კითხვა გაუჩინოს ადამიანებს.


OMV-ში და „გაზპრომში“ ნორვეგიის ხელისუფლების განცხადებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. მანამდე კომპანიების გეგმები გასაჯაროვდა, რომელთა თანახმად მათ შორის აქტივების გაცვლა 2018 წელს უნდა დასრულდეს.


OMV-სა და „გაზპრომს“ შორის აქტივების გაცვლის საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს. შესაბამის შეთანხმებას „გაზპრომის“ შეფმა ალეკსეი მილერმა და ავსტრიული ენერგოკონცერნის საბჭოს თავმჯდომარემ რაინერ ზელემ ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში მოაწერეს ხელი.


მსგავს თემაზე:


„გაზპრომმა“ უკვე „ჩრდილოეთის ნაკადი–3“–ც ახსენა


გერმანიის ორმაგი თამაში: სირია და „ჩრდილოეთის ნაკადი–2“


სხვა სიახლეები