• Ƀ/$

სამყაროს მასშტაბები, სამყარო ბევრად უფრო დიდია დედამიწაზე, ვიდრე დედამიწა მალარიის გადამტან კოღოზე

19 მაისი 12:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

სამყაროს ზომა რომ შეუიარაღებელი თვალით დანახულ ვარსკვლავებს სცდება, მეცნიერებისთვის უკვე 4 საუკუნუზე მეტია სადაო აღარ არის. თუმცა მისი სრული მასშტაბები ამ დრომდე დაუდგენელია. 

რა იყო დიდ აფეთქებამდე? როდის მოხდა ზუსტად დიდი აფეთქება? რა სიჩქარით ფართოვდება სამყარო? რამდენია მისი მოცულობა და წონა? რამდენი ვარსკვლავი? შავი ხვრელი? პლანეტა თუ ასტეროიდია კოსმოსურ სივრცეში? პასუხები ამ კითხვებზე ან არ არსებობს, ან მიახლოებითია.


თანამედროვე თეორიით დიდი აფეთქების სავარაუდო თარიღი 13.7-13.8 მილიარდი წელია. რა იყო დიდ აფეთქებამდე უცნობია. ასტროფიზიკოსთა მტკიცებით დიდ აფეთქებამდე მომხდარს მის შემდგომ პერიოდთან ვერანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ ექნება. ეს შეკითხვა არ უყვარდა სტივენ ჰოკინგს და აიგივებდა კითხვასთან „რა ადგილია სამხრეთ პოლუსის სამხრეთით?“



მზის სისტემის შექმნის თარიღად 4.6 მილიარდი წელი სახელდება, დედამიწის ასაკად კი 4.5 მილიარდი წელია მიჩნეული. იმ პლანეტის ზომები რომელზედაც 7.5 მილიარდი ადამიანი და რამდენიმე მილიონი სხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმის სახლობს, ხარობს 3 ტრილიონამდე ხე, მოედინება 2 მილიონზე მეტი მდინარე და 5 ოკეანე გააჩნია (ანტარქტიდის გარშემო მდებარე წყალი ოკეანედ 2000 წელს აღიარეს მისი ფართობი 20 მილიონი კვადტრატული კილომეტრი ჩრდდილოყინულოვან ოკეანეს 1.5-ჯერ აღემატება) ცნობილია. დედამიწის რადიუსი 6371 კილომეტრია, ფართობი 510 მილიონი კვადრატული კილომეტრი, მოცულობა 1.08 ტრილიონი კუბური კილომეტრი, მასა კი 5.97*6^24 კილოგრამი. თითქოს შთამბეჭდავი რიცხვებია. მერკურზე და მარსზე რომ გონიერი არსებები ცხოვრობდნენ ამ ჭეშმარიტებას აღიარებდნენ, მაგრამ იუპიტერის მკვიდრნი ირონიულად ჩაიცინებდნენ, რადგან ის იმდენად დიდია, რომ მასში 1321 დედამიწა მოთავსდებოდა, თუმცა სიმვრივე ნაკლები აქვს, რის გამოს წონით დედამიწას მხოლოდ 317-ჯერ აღემატება.



თავად იუპიტერიც მხოლოდ პლანეტებშია გამორჩეული ზომის. მზის მოცულობა იუპიტერისას 1000-ჯერ აღემატება. დედამიწისას კი 1.3 მილიონჯერ. 1.3 მილიონი დედამიწის მოცულობის სხეული თითქოს ძალიან დიდი უნდა იყოს, მაგრამ არა კოსმოსურ მასშტაბებში. ბეტელჰეიზის რადიუსი 650 მილიონი კილომეტრია, მისი მოცულობა მზისას 800 მილიონჯერ აღემატება. დაშორება დედამიწიდან 600 სინათლის წელია. მეცნიერები გიგანტურ ვარსკვლავს დიდი ხანია აკვირდებიან და უახლოეს მომავალში მის ზეახლად აფეთქებას ელიან. თუმცა შეიძლება ის უკვე აექდა კიდეც 1, 7 ან 500 წლის წინ, მაშინ როცა ადამიანებს ჯერ ისევ კოცონზე წვავდნენ. მაგრამ ბეტელჰეიზედან  ნებისმიერი ინფორმაციის მიღებას დედამიწამდე 600 წელი სჭირდება. ზომით ჩემპიონი ვერც ეს ვარსკვლავი გახდა. დღეისთვის აღმოჩენილი ყველაზე დიდი ვარსკვლავი არის YU SCUT. მისი რადიუსი 1.2 მილიარდ კილომეტრს აღემატება. მოცულობა კი იმდენად დიდია, რომ მასში თავისუფლად მოთავსდებოდა 5 მილიარდი მზე და 6.68 კვადრილიონი დედამიწა.



YU SCUT ერთადერთია იმ ცნობილი ვარკსვლავებიდან რომლის რადიუსი 1 მილიარდ კილომეტრს აღემატება. უმეტესობა მათგანი მზის ზომასთან ახლოსაა, ზოგი ცოტა დიდი, ზოგიც ნაკლები, ირმის ნახტომში კი ასეთი დაახლოებით 200 მილიარდია. როგორც მთელს სამყაროში, ასევე ირმის ნახტომში სივრცის უდიდეს ნაწილს სიცარიელე წარმოადგენს. ირმის ნახტომის დიამეტრი 100 000 სინათლის წელია, მზე მისი ცენტრიდან 27 000 სინათლის წლითაა დაშორებული.


ხილულულ სამყაროში გალაქტიკების რაოდენობა 200 მილიარდამდეა, მათგან უახლოესი ანდრომედას გალაქტიკაა. მაძნილი 2 უახლოეს გალაქტიკას შორის შორის 2.5 მილიონი სინათლის წელია.



დედამიწა რომ შავ ხვრელში მოთავდეს მისი დიამეტრი წარმოუდგენელი გრავიტაციის ძალით 1 სანტიმეტრამდე შეიკუმშებოდა, მასა კი იგივე დარჩებოდა. ზოგიერთი შავი ხვრელი მასა მზის მასას 10-15 მილიარდჯერაც აღემატება.



ამის მიუხედავად ყველა გალაქტიკა და გალაქტიკათა გროვები თავიანთი ვარკვლევაბით, ნეიტრონული ვარკვლავებითა და შავი ხვრელებით სამყაროს მასის მხოლოდ 4%-ს შეადგენს, 27% ბნელი მატარიაა დარჩენილი 69% კი ბნელი ენერგია.


დიდი აფეთქების დროს ნაწილაკი რომელიც აფეთქდა პროტონის შემადგენელ ნაწილაკზე კვარკზე ბევრად პატარა იყო მოცულობით დაახლოებით 10^33-ჯერ უფრო პატარა. სამყაროს ზუსტი საზვრები უცნობია. პირობითად მის რადიუსად შეიძლება 13.8 მილიარდი სინათლის წელი მივიჩნიოთ. ამ დაშვებით დიდი აფეთქებიდან დღემდე სამყარო ზომაში 10^168-ჯერ გაზრდილა. ესაა რიცხვი რომელიც გამოისახება 1-ით და მარჯვნივ მიწერილი 168 ნულით. მაშინ როცა googol-ს (და არა google) „მხოლოდ“ 100 ნული აქვს. სამყარო ბევრად უფრო დიდია დედამიწაზე, დაახლოებით 10^28-ჯერ, ვიდრე დედამიწა მალარიის გადამტან კოღოზე.


სამყაროს რელური მასშტაბები კი ჯერ კიდევ უცნობია. ზოგიერთი თეორიის მიხედვით პარალელური სამყაროებიც არსებობს და მათი რაოდენობა განუსაზღვრელია.


 


მსგავს თემაზე:


რა უშლის ხელს არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას და როდის დამყარდება მათთან პირველი კონტაქტი


კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა


მსგავს თემაზე:

კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


ახალი კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დააკვირდება



სხვა სიახლეები