• Ƀ/$

DARPA-ს დრონების არმიას საბრძოლო თვითმფრინავიდან გააკონტროლებენ

19 მაისი 11:25, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მომავალ წელს ახალ სამხედრო მიღწევას წარმოგვიდგენს ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოს ინტერნეტი აჩუქა.

თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო (DARPA) მუშაობს პროექტ „გრემლინზე“, რომელიც სამხედრო თვითმფრინავიდან მართვადი დრონების წარმოებას ითვალისწინებს.


პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება დრონების შენაერთების სამხედრო თვითმფრინავიდან გაშვება, მართვა და უკან დაბრუნება. პირვანდელი გეგმით, დრონ „გრემლინებისთვის“ ბაზის და მართვის ცენტრის როლი უნდა შეესრულებინა მხოლოდ დიდი ზომის ბომბდამშენ და სატრანსპორტო თვითმფრინევებს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ შედარებით მცირე რაოდენებით დრონების გაშვება და ოპერირება ახალი თაობის გამანადგურებლებით F-22 და F-35-ითაც გახდეს შესაძლებელი.


პროექტის სატესტო ფაზა მომავალ წელს უნდა დაიწყოს.


პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ უპილოტო დრონები ოპერაციებს სახიფათო ზონებში ისე შეასრულებენ, როცა მათი ოპერატორი თვითმფრინავი უსაფრთხო სივრცეში იფრენს. დრონებს მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან ბრძოლის და ჭურვების სამიზნემდე მიტანის უნარი ექნებათ. მისიის შესრულების შემდეგ, მათ სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 შეაგროვებს და ბაზაზე დააბრუნებს. ყოველ „გრემლინს“ მინიმუმ 20 მისიის შესრულების უნარი ექნება. რაც მთავარია, ერთდროულად ასობით „გრემლინის“ ოპერირებაც კი იქნება შესაძლებელი.


ამერიკის არმია ამჟამად 11 000-ზე მეტ დრონს ფლობს. მათ სხვადასხვა დანიშნულება და შესაძლებლობები აქვთ. მათი უმეტესობა მცირე ზომის აპარატია, რომელთა გაშვება ხელიდან ხდება და დისტანციურად იმართება. ყველაზე ცნობილი კი არის „ჯენერალ ატომიქსის“ წარმოების „პრედატორი“, რომელსაც ბოსნიაში, სერბეთში, ერაყში, ავღანეთსა და სირიაში ჩატარებულ ოპერაციებში არაერთი მისია აქვს შესრუყლებული.


სხვა სიახლეები