• Ƀ/$

აშშ და ჩინეთი სავაჭრო სალდოს დაბალანსებაზე შეთანხმდნენ - პეკინმა უკან დაიხია

19 მაისი 23:05, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

შეერთებული შტატები და ჩინეთი შეთანხმდნენ სათანადო ზომების მიღებაზე სავაჭრო ბალანსის გათანაბრების მიზნით.

სააგენტო როიტერის ცნობით, ამის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შესამცირებლად სათანადო ზომების მიღებაზე კონსესუსი მიღწეულია. ჩინელი ხალხის მზარდი საჭიროებებისა და ქვეყნის ეკონომიკის ხარისხიანი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩინეთი გაზრდის აშშ–ის პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის მოცულობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ მხარეების შეთანხმებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება აშშ–დან სასოფლო–სამეურნეო პროდქციის ექსპორტი ჩინეთში, წახალისდება ორმხრივი ინვესტიციები, შეიქმნება სამართლიანი, თანაბარი ბლატფორმა კონკურენციისთვის და გააქტიურდება თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. „ჩინეთი თავის კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს ამ მიმართულებით, მათ შორის პატენტის კანონში“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეთანხმების დეტალები მოგვიანებით შემუშავდება და ამ მიზნით ვაშინგტონი პეკინში დელეგაციასაც მიავლენს.

სავაჭრო საკითხებზე პირველი მოლაპარაკებები პეკინში მაისის დასაწყისში ჩატარდა, რომელიც ხმამაღალი განცხადებების გარეშე დასრულდა – როგორც მოსალოდნელი იყო, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ინტელექტუალური საკუთრებისა და ჩინეთის ტერიტორიაზე ამერიკული კომპანიების დაშვების საკითხებზე.

აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის შესახებ იხილეთ:

ჩინეთს აშშ–თან ვაჭრობის საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების კონსტრუქციულობის იმედი აქვს

ჩინეთი უკან იხევს – პრეზიდენტი ეკონმიკის გახსნის პირობას დებს

აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის მოულოდნელი შედეგები

ტრამპი მიზნის მიღწევას დამოუკიდებლადაც ახერხებს


სხვა სიახლეები