• Ƀ/$

საბერძნეთმა ევროკავშირთან რეფორმების პაკეტი შეათანხმა

20 მაისი 00:12, 2018 წელი | ეკონომიკა

საბერძნეთის ხელისუფლებამ ევროკავშირთან შეძლო რეფორმების შეთანხმება, რომელთა გატარება აუცილებელია ათენისთვის მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამის მოთხოვნების შესრულების მეოთხე შეფასების დასასრულებლად.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შეთანხმება ევროჯგუფს 24 მაისის სხდომაზე წარედგინება.


ევროკომისიის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლება რეფორმებს ევროჯგუფის 21 ივნისის სხდომამდე განახორციელებს.


ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მანამდე საბერძნეთის უმსხვილესი ბანკების სტრეს–ტესტების შედეგები გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, ამ ბანკების კაპიტალის დონე ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს არ ჩამოსცდენია. ეს მიუთითებს, რომ საბერძნეთის უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციის მრავალწლიანი პერიოდში წარმატებით დასრულდა.


საბერძნეთის ფინანსური კრიზისის შესახებ იხილეთ:


საბერძნეთი ვალებს მარიხუანით გადაიხდის


საბერძნეთი ევროკავშირისგან 6,7 მლრდ–იან დახმარებას მიიღებს


სხვა სიახლეები