• Ƀ/$

BP სწრაფდამტენის წარმოებისთვის $20 მლნ-ს გაიღებს

23 მაისი 12:02, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თუმცა მათი წილი მსოფლიო ავტოპარკში 0.5%-ზე ნაკლებია. მაღალ ფასთან ერთად დამუხტვის ხანგძლივობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. 

დღეს ელექტრომობილის სრულად დასამუხტად სწრაფდამტენითაც კი მინიმუმ ნახევარი საათია საჭირო. ამსთან სწრაფდამტენის ინტენსიურად გამოყენება არარეკომენდირებულია. ჩვეულებრივი დამტენს კი 7-8 საათი ესაჭიროება. მძღოლისთვის, რომელსაც დღიურად რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა ესაჭიროება სტანდარტული ელექტრომობილი არაპრაქტიკულია, Tesla Model S - ძვირი. მწარმოებლები თანხებს არ იშურებენ ისეთი მოწყობილობის შექმნაზე რომელიც ელექტრომობილს 3-5 წუთში დამუხტავს, ანუ თითქმის იმავე დროში რაც ბაკის სრულად გავსებას სჭირდება. მწარმოებლებს სახელმწიფოთა უმეტესობაც გვერდში უდგას, რაც საგადასახადო შეღავათებში და სუბსიდირებაში გამოიხატება. ცოტა ხნის წინ მათ გიგანტი ნავთობკომპანია BP-ც შეუერთდა.


BP სწრაფდამტენის წარმოებაში $20 მლნ-ს ჩადებს. თანხა ისრაელში დაფუძნებულ სტარტაპ StoreDot-ს გადაეცემა. იმავე სტარტაპისთვის დაიმლერმა $60 მლნ გაიღო.


ავტომწარმოებლებისა და დარგის ექსპერტების გათვლებით 2020-2025 წლებში ავტომობილისა და ელექტრომობილის ფასები გათანაბრდება. 5 წუთიანი დამუხტვა კი საკმარისი იქნება 500 კილომეტრამდე მანძილის დასაფარად, გარდამტეხ მომენტადაც სწორედ ეს პერიოდი სახელდება.


 


მსგავს თემაზე:


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


„შელის“ მომავლის სატვირთო ავტომობილი


მსგავს თემაზე:

NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ


უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია



სხვა სიახლეები