• Ƀ/$

თურქული ლირის რეკორდული ვარდნა

23 მაისი 12:18, 2018 წელი | ეკონომიკა

აშშ დოლართან მიმართებაში თურქული ლირის კურსმა დღევანდელ ვაჭრობაზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და თბილისის დროით 12:00 საათისთვის $1 4.8867ლირა ღირს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კვირის დასაწყისში ერთი ამერიკული დოლარი 4,5 ლირა ღირდა. სამშაბათს საღამოს, ვაჭრობის შემდეგ, კურსი 4,8–მდე დავარდა.


წლის დასაწყისიდან თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 20,27%–ით გაუფასურდა.


გასულ კვირაში თურქეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიმ ერდოღანმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ 24 ივნისის საპრეზიდენტო არჩენვებში გაიმარჯვებს, ეკონომიკის კონტროლს გაამკაცრებს. ექსპერტების აზრით, პრეზიდენტის ეს განცხადება ზრდის იმის საფრთხეებს, რომ პრეზიდენტი დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ფულად–საკრედიტო პოლიტიკაზე, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციას.


მსგავს თემაზე:


ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო $13–ად – სასტუმროების კრიზისი თურქეთში


თურქეთი რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების მიჯნაზე


სხვა სიახლეები