• Ƀ/$

მეცხრე პლანეტა შესაძლოა 2018 წელს აღმოაჩინონ

26 მაისი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ხანგძლივი კვლევა-ძიების შემდეგ, 1930 წელს მოყვარულმა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ მზის სისტემის მეცხრე პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც პლუტონი უწოდეს. 2006 წელს პლუტონი ჯუჯა პლანეტად ჩამოაქვეითეს. მეცხრე პლანეტის ძიება გრძელდება.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გადაწყვეტილებას დიდი ხმაური და პროტესტი მოჰყვა, რომელიც შენელებული დოზით დღემდე გრძელდება. რეალურად პლუტონს არ გააჩნდა ის თვისებები რაც სხვა პლანეტებს, მისი მასა დედამიწის მასის 0.2%-ს შეადგენს ხოლო მთვარის მასის 17%-ს. გრავიტაცია კი დედამიწის გრავიტაციის 6%-ს. განსხვავებული იყო მისი ბრუნვის ტრაექტორიაც. ასტრონომები დადგნენ არჩევანის წინაშე ან სხვა ჯუჯა პლანეტებისთვისაც უნდა მიენიჭებინათ პლანეტის სტატუსი როგორებიცაა: ცერერა, მაკემაკე, სედნა, ერისი... რომელთა რიცხვიც სავარაუდოდ გაიზრდებოდა, ან პლუტონისთვისაც უნდა ჩამოერთმიათ. დებატებისა და განხილვების შემდეგ უპირატესობა მეორე ვარიანტს მიენიჭა.



ჯერ კიდევ პლუტონის დროს ასტრონომები მეათე პლანეტას ეძებნდნენ, პლუტონის ჩამოქვეითების შემდეგ კი მეცხრე პლანეტას დაუწყეს ძებნა. 12 წლის მანძილზე მეცხრე პლანეტის სავარაუდო აღმოჩენის შესახებ რამდენჯერმე დაიწერა, თუმცა არც ერთხელ არ დადასტურებულა. 2018 წელს შესაძოა ძიებას წერტილი დაესვას.


ძიების არეალი მზიდან 100-150 ასტრონომილი ერთეულია (ა.ე. საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე 149.5 მილიონი კილომეტრი). ეს მაშინ როცა 3500-ზე მეტი ეგზოპლანეტა, (პლანეტა რომელიც სხვა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს) უკვე აღმოჩენილია. უახლოესი ეგზოპლანეტა დედამიწიდან 4.3 სინათლის წლით არის დაშორებული, ანუ მინიმუმ 18 000-ჯერ შორს ვიდრე მზის სისტემის მეცხრე პლანეტა. მიზეზი რის გამოც ვხედავთ ბევრად უფრო შორეულ პლანეტებს და ვერ ვამჩნევთ ასტრონომიული თვალსაზრისით ახლო მანძილზე მყოფს, არის ის, რომ აღმოჩენილი ეგზოპლანეტები თავიაანთ ვარსკვლავების სიახლოვეს მდებარეობენ და მასიურნი არიან, რითაც გარკვეულ გავლენას ახდენენ მათზე. ეგზოპლანეტის აღმოჩენა სწორედ ვარკვლავზე დაკვირვებით ხერხდება და არა უშუალოდ მასზე. ოპტიკური დაკვირვება სიბნელეში მყოფ შორეულ პლანეტაზე კი საკმაოდ რთულია. შესაძლოა მეცხრე პლანეტა იმაზე ბევრად უფრო შორს იყოს ვიდრე ფიქრობენ. მზის სისტემის თეორიული რადიუსი (უშორესი წერტილი, რომელში მოხვედრილ ობიექტზეც მზის გრავიტაცია გავრცელდება) 1.5 სინათლის წელია, ანუ თითქმის 100 000 ასტრონომიული ერთეული. არეალს ორტის ღრუბელის სახელითაც მოიხსნეიბენ.



მოხდება თუ არა 2018 წელს მეცხრე პლანეტის აღმოჩენა, უცნობია. ჰიგსის ბოზონი, ელემენტარული ნაწილაკი რომელიც სხეულებს მასას აძლევს, 2013 წელს აღმოაჩინეს. აღმოჩენას წინ ათწლეულების მანძილზე კვლევა და დაკვირვეითი სამუშაოები უძღოდა. გრავიტაციული ტალღების არსებობის დადასტურებას კი 2015 წლამდე ზუტად 1 საუკუნე დასჭირდა. 2018 წელი კი შესაძლოა მეცხრე პლანეტის აღმოჩენის წელი გახდეს. რამდენიმე კანდიდატი შერჩეულია, მაგრამ მათ უტყუარი დადასტურება ესაჭიროებათ.


 


მსგავს თემაზე: 


მკვლელი ასტეროიდის შესასწავლად გაგზავნილი ზონდი მის ზედაპირზე ნოემბერში დაეშვება


სამყაროს მასშტაბები, სამყარო ბევრად უფრო დიდია დედამიწაზე, ვიდრე დედამიწა მალარიის გადამტან კოღოზე


მსგავს თემაზე:

ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში 2020 წელს გაუშვებენ


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა


ახალი კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დააკვირდება



სხვა სიახლეები