• Ƀ/$

ბულგარეთი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას უმიზნებს

24 მაისი 10:02, 2018 წელი | ეკონომიკა

ბულგარეთს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის, ნავთობპროდუქტებისა და სხვა საქონლის ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვას გეგმავს.

ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდს“ ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცნობეს.


„ბულგარეთი ევროპა–აზიის ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ქვეყანას განვითარებული სატრანსპორტო ქსელი აქვს და მჭიდრო და მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობები აქვს თავის მეზობლებთან ევროპაში და აზიის ქვეყნებთან. შავი ზღვისა და თურქეთის გავლის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე ჩვენ თანამშრომლობის გააქტიურებას ვგეეგმავთ კასპიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან. შესაბამისად, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ჩვენ აქტიური გადაზიდვების განხორციელება შეგვიძლია“, – თქვეს სამინისტროში.


ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის საზეიმო გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქოში გაიმართა.


მაგისტრალი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პირველ ეტაპზე მაგისტრალის გამტარუნარიანობა 6,5 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვასა და 1 მლნ მგზავრის გადაყვანას შეადგენს.


მსგავს თემაზე:


საქართველოს პრემიერის გამოსვლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია


ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ივნისიდან ლონდონს ცენტრალურ აციასთან დააკავშირებს


სხვა სიახლეები