• Ƀ/$

ელექტროავტობუსების იმპორტი შესაძლოა დღგ-ისგან გათავისუფლდეს

24 მაისი 11:33, 2018 წელი | ტექნოლოგიები

დედაქალაქის მერია ინიციატივით გამოდის, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება დღგ-ისგან  გათავისუფლდეს და შესაბამისი წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

  

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ფინანსთა მინისტრთან უკვე განხილულია.  


 „მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ  ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს.


 „აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


თბილისში ამჟამად 143 ბუნებრივ გაზზე მომუშავე MAN-ის ტიპის ახალი და 500-მდე ძველი ავტობუსი მოძრაობს. დიზელის სწავავზე მომუშავე 100 ავტობუსის შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანიებმა დაინტერესება არ გამოხატეს რის გამოც ის ჩაიშალა.


 


მსგავს თემაზე:


თბილისში ძველი სანათები დიოდურით ჩანაცვლდება


საბურთალოს ხაზს მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება


თბილისში მიწისქვეშა ავტოსადგომები 3 ლოკაციაზე მოეწყობა


სხვა სიახლეები