• Ƀ/$

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ჩაიშალა

24 მაისი 18:25, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ისტორიული შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში, შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის  უნდა გამართულიყო აღარ შედგება. შეხვედრის გაუქმების შესახებ ტრამპმა კიმ ჩენ ინს წერილობით აცნობა.

ღია წერილში შეხვედრის გაუქმების მიზეზებია განმარტებული და ის კიმ ჩენ ინის ბოლოდროინდელი რიტორიკის ცვლილებითაა ახსნილი. ტრამპი კორეის ლიდერს მტრული განცხადებების გაკეთებაში ამხელს. შეხვედრის გაუქმების გამო მწყხარებას გამოთქვამს მაგრამ ასევე გამოხატავს თანამშრომლობის მზაობას იმ შემთხვევაში თუ კიმი აზრს შეიცვლის, რისთვისაც მას წერილის მიწერას ან დარეკვას სთავაზობს.



ჩრდილოეთ კორეასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 2016-2017 წლებში გამწვავდა. ფხენიანის მუქარას საპასუხო სანქციები მოჰყვა. 2018 წლიდან დათბობა დაიწყო. ჩრდილო კორეამ ფიონჩანგის (სამხრეთ კორეა) ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. 27 აპრილს, პირველად ომის შემდეგ (1950-1953) ჩრდილოეთ კორეის მმართველმა 38-ე პარალელი გადაკვეთა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჟენ ინთან შეხვედრა გამართა. მხარეები განიარაღებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზეც შეთანხმდენენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში 2-ჯერ იმყოფებოდა. მეორე ვიზიტისას სამშობლოში ამერიკის 3 გათავისუფლებულ მოქალაქესთან ერთად დაბრუნდა. წარმატებული მოლაპარაკებების ფონზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზეც წარადგინეს. გაუქმებული შეხვედრის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით უცნობია.


სხვა სიახლეები