• Ƀ/$

პოპულარული ნივთები, რომლებიც ბაზრიდან მალევე გაუჩინარდა

26 მაისი 16:15, 2018 წელი | ტექნოლოგიები

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება. ჩნდება ახალი ნივთები, იხვეწება წინამორბედები, თუმცა ზოგიერთი ისე ქრება რომ წლების მერე აღარავის ახსოვს, ან მათი წილი ბაზარზე ძალიან მცირეა. 

ფაქსი. ფაქსის შესახებ ყველას სმენია. ბევრს გამოუყენებია კიდეც, მაგრამ სკოლის მოწაფეებიდან არც ერთს თვალითაც არ აქვს ნანახი. მოწყობილობამ განსაკუთრებული პოპულარობა გასული საუკუნის 80-იან და 90-იანი წლების დასაწყისში შეიძინა.  ინტერნეტის პოპულარობის ზრდასთან ერთად კი ბაზარზე ფაქსის წილი შემცირდა. მისი საჭიროება უბრალოდ აღარ არსებობდა. წერილის გაგზავნა მეილით გახდა შესაძლებელი. პრინტერი კი უკვე არსებობდა.



პეიჯერი. ეროვნული გამოცდების წესებში მითითებულია რამდენიმე აკრძალული ნივთი, რომლის გამოყენების შემთხვევაში აპლიკანტი გამოცდას გაფრთხილების გარეშე დატოვებს. მათ შორის ერთ-ერთია პეიჯერი, მაგრამ აბიტურიენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის რა არის პეიჯერი და შუა გამოცდაზეც რომ გადასცენ მას ვერ გამოიყენებს. პეიჯერი ეს იყი მოკლე ტექსტური შეტყობინების გასაგზავნი მოწყობილობა, დარეკვის ფუქნქციის გარეშე.



პლანშეტი. ფაქსისა და პეიჯერისგან განსხვავებით პლანშეტური კომპიუტერი საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ მან გადატრიალება ვერ მოახდინა. 2000-იანი წლების მიწურულს, აცხადებდნენ, რომ პლანშეტი ისევე შეამცირებდა ლეპტოპის წილს, როგორც ეს ლოპტპმა მოახდინა სამაგიდო კომპიუტერთან მიმართებაში. მაგრამ ასე არ მოხდა. „დამნაშავე“ სმარტფონია. ხანგძილივი და რთული სამუშაოსთვის პლანშეტიც არაკომფორტულია. ფოტო/ვიდეოს გადასაღებად, ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სიახლეების მოსაძიებლად სმარტოფონიც საკმარისია, რომლის ზომებიც ბევრად უფრო მცირეა.



ვიდეომაგნიტოფონი. ვიდეომაგნიტოფონმა საბჭოთა საქართველოში 80-იან წლებში შემოაღწია, არალეგალურად ვრცელდებოდა და რამდენიმე ათასი მანეთი ღირდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ფასი 150-200 ლარამდე შემცირდა. მოგვიანებით გამოჩნდა DVD დისკის წამკითხველიც, შემდეგ Blue Rei-ც რომელმაც მაღალი ხარისხის მიუხედავად პოპულარობა ვერ მოიპოვა. დღეს თანამედროვე ტელევიზორებიდან ე.წ. ფლეშკა ყველას უერთდება. შედარებით ძვირიან მოდელებს კი ინტერნეტის მხარდაჭერა თავადაც გააჩნიათ. ვიდეომაგნიტოფონის საჭიროება აღარ არსებობს.



ვიდეო მაგნიტოფონის გარდა CD და DVD დისკებს კომპიუტერშიც აღარ იყენებენ. თანამედროვე ლეპტოპების დიდ ნაწილში DVD დისკს გარედან თუ მივუერთებთ. უფრო ძველი ფლოპი დისკები კი დიდი ხანია ისტორიის კუთვნილება გახდა. 



ჩამოთვლილი ნივთები გარდა გაქრობის პირასაა ლენტიანი ფოტოაპარატი, კაბელიანი ტელეფონი, ზურგიანი ტელევიზორი... მაგრამ მათ არსებობა 80, 100 ან უფრო მეტი წელიც მოასწრეს. 


 


მსგავს თემაზე:


16 წლის ქართველმა ბიჭმა GOOGLE-ის საძიებო სისტემის კონკურენტი პროგრამა შექმნა


ქაღალდის ფული გაქრობას იწყებს


სხვა სიახლეები