წელიწადში მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 1.6 მილიონი დასახელების წიგნი იბეჭდება, საიდანაც 470 000 ჩინეთზე მოდის, ჩინეთს 340 000 დასახელების წიგნით შეერთებული შტატები მოსდევს, სამეულს კი ბრიტანეთი ასრულებს.
მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით სურათი იცვლება. ყოველ 1000 მაცხოვრებელზე დაბეჭდილი წიგნების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე ბრიტანეთია. საქართველო მეათეზე, ჩინეთი კი მხოლოდ 22-ზე.
რეიტინგში ასახულია ერთიდაიგივე დასახელების სხვადასხვა გამოცემებიც. თუმცა რადგან წიგნის ბეჭვდა ცენტრალიზებულ საქმიანობას აღარ წარმოადგენს, შესაძლოა რეალობა და ოფიციალური მონაცემები მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რაც საერთო სურათს არ ცვლის.
მსგავს თემაზე:
GOOGLE ერთ ადამიანზე 1 წელში 2000 წიგნის ზომის ინფორმაციას აგროვებს
წიგნიდან მიღებული ინფორმაციის გააზრება ელექტრონულ ფორმატზე მარტივია