• Ƀ/$

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქი ინდოეთში მდებარე კანპურია

27 მაისი 22:04, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გარემოს დაბინძურება საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად არის აღიარებული, რომელსაც ყოველწლიურად პირდაპირი და ირიბი გზებით მილიონობით ადამიანი ეწირება. დაბინძურების დონე ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება. 

მართალია დედამიწა მრგვალია და მას ატმოსფერო აკრავს მავნე აირები მთელ სივრცეში ნაწილდება, მაგრამ განსხვავება ინდუსტრიულ ქალაქის ჰაერისა და მთის კურორტს შორის მაინც კოლოსალურია. ჰაერის სინჯები 1 ქალალის 2 სხვადასხვა უბანშიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. სატრანსპორტო კვანძებთან და საწარმოების სიახლოვეს როგორც წესი ჰაერი უფრო მეტადაა დაბინძურებული.


გარემო ყველაზე მეტად აზიის რეგიონშია დაბინძურებული კერძოდ ინდოეთში, პაკისტანსა და ჩინეთში. გარემოს დაბინძურებისგან გამოწვეულის სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი ამ სამ სახელმწიფოზე ნაწილდება. ჩინეთი ყველაზე მეტ CO-ს გამოყოფს, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს განახლებად ენერგიაში და ყველაზე მეტლი ელექტრომობილიც ჩინეთში დადის. ინდოეთს მსგავსი ფუფუნების საშუალება არ გააჩნია. მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქი კანპურიც ინდოეთში მდებარეობს.


კანპური ჩრდილოეთ ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატის სამრეწველო დედაქალაქია, 2.7 მილიონი მაცხოვრებლით. ქალაქის საავადმყოფოები რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებით გადავსებულია, პალატებისა და ექიმების რაოდენობა კი არასაკმარისი. ყველაზე მეტად მოხუცები და ბავშვები ავადდებიან. ქალაქში პრაქტიკულად არ არსებობს რამე დამცავი საშუალება. საწარმოებს ვალდებულებები არ აკისრიათ, ავტოპარკი ძველია. ამ ყველაფერს მედიკოსებისა და მედიკამეენტების ნაკლებობაც ემატება. ნახშირორჟანგის, ტყვიის, მტვრის ნაწილაკების, გოგირდის და სხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აღემატება.



ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში დასაშვებ კრიტიკულ ზღვარს 400 ერთეულს მილიონიდან 2015 წელს გადააჭარბა და ამჟამად 411.2-ს შეადგენს. მეცნიერების მტკიცებით ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის წილის ზრდის გარეშე შედეგები კატასტროფული იქნება. თავად დაბინძურებული ჰაერი, გვალვებისგან გამოწვეული წყლისა და საკვების უკმარისობა, ზღვის დონის აწევა დამატებით ათეულობით მილიონი ადამიანის სიკვდილს და ტრილიონობით დოლარის ზარალს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურების მასშტაბები ზრდას განაგრძობს საკითხის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. ელექტრომობილებისა და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების წილი კი დიდი სისწრაფით იზრდება.


 


მსგავს თემაზე:


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


BP სწრაფდამტენის წარმოებისთვის $20 მლნ-ს გაიღებს


მსგავს თემაზე:

„ისლანდია“ ეკოლოგიურ პოლიტიკას ამკაცრებს


ბილ გეითსის ფონდი - „Breakthrough Energy Coalition“ საწვავის მიღებას ატმოსფეროდან აპირებს


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


გერმანელი ეკოლოგები „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ჩაშლას ცდილობენ



სხვა სიახლეები