• Ƀ/$

ომი თუ მშვიდობა? რა მოხდება კორეის ნახევარკუნძულზე

28 მაისი 10:00, 2018 წელი | ანალიტიკა

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გააუქმა, ორი კორეის ლიდერი დემილიტარიზებულ ზონაში მოულოდნელად კვლავ შეხვდა ერთმანეთს. მოლაპარაკების დროს ტრამპთან შეხვედრის ხელახალი შესაძლებლობაც იყო განხილული. 

ფხენიანი ორ ცეცხლს შუაა მოქცეული. ერთის მხრივ მძიმე საერთაშორისო სანქციები, რომლების შესაძლოა უფრო გამკაცრდეს აიძულებს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და თათმობაზე წავიდეს, მეორეს მხრივ ანალიტიკოსები რუსეთიდან ზეწოლაზე საუბრობენ. რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პიტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. საბჭოთა კავშირის დაშლას წინ გერმანიის გაერთიანება უძღოდა. კრემლის კედლების მიღმა კი ერთიანი კორეის ხილვა არ სურთ.



მას შემდეგ რაც ჩრდილო კორეის ლიდერი ძველ რიტორიკას დაუბრუნდა ტრამპმა კადაფი ახსენა, რაც შემთხვევითობა არ ყოფილა. 2003 წელს ბირთულ იარაღზე კადაფმაც უარი განაცხადა. 2011 წელს კი დასავლეთის მხარდაჭერით კადაფი დაამხეს და მოკლეს. კადაფის სახელი გაიმეორა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. ვაშინგტონიდან „ცეცხლითა და მძვინვარებით“ ადრეც დამუქრებიან, მაგრამ ასეთი კონკრეტული გზავნილი აქამდე არ განუხორციელებიათ. კადაფისა და ჰუსეინის ბედის გაზიარება ბევრად ახალგაზრდა კიმ ჩენ ინის ნამდვილად არ უნდა სურდეს.



რეალურად ჩრდილო კორეა არც ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიაა და არც ლიბია. ორ გერმანიას შორის განვითარების მხრივ ნამდვილად იყო სხვაობა, მაგრამ არა იმდენი რამდენიც ორ კორეას შორის. აღმოსავლეთ გერმანიაში ბელადის გამორჩეულად დატირებაზე პრემიას არ იძლეოდნენ და არც „მზეზე გზავნიდნენ ღამით ასტრონავტებს.“ ლიბიის, ერაყის, ავღანეთისა თუ სირიისგან განსხვავებით კორეას უკვე აქვს ატომური ბომბი. მართალია ბირთული არსენალით და საერთო სამხედრო შესაძლებლობით აშშ-ისთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ რამდენიმე მილიონი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე მაინც საფრთხის წინაშე დგება. 2 ბირთულ სახელმწიფოს პირდაპირი ომი აქამდე არასდროს ჰქონია.


თავის მხრივ შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვთ ვაშინგტონშიც. ფხენიანს ტოკიოსა და სეულის მიმართულებით ბირთული რაკეტების გაშევება ნებისმიერ წუთს შეუძლია. მიზანში ექცევა ჰავაიც, რაკეტების ტექნიკურად დახვეწის შემთხვევაში კი კონტინენტური ამერიკაც საფრთხის წინაშე დგება.


კიმ ჩენ ინმა მუნ ჟე ინთან (სამხრეთ კორეის პრეზიდენტი) ტრამპთან შეხვედრის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. რასაც თავად ტრამპი ტვიტერის გვერდიდან მიესალმა და ძალიან კარგი ამბავი უწოდა. ჩრდილოეთ კორეაში ამერიკული დელეგაცია გაიგზავნა.



რეალურად დაზავება ორივე მხარეს აწყობს. მთელს განვითარებულ მსოფლიოში და უპირველესად შტატებში ზედმეტი პრობლემები არ სურთ.კორეაში კი იციან, რომ რაც არ უნდა პროპაგანდისტული ვიდეოები გაუშვან სახელმწიფო ტელევიზიით ომის შემთხვევაში გამარჯვების შანსიც არ აქვთ. არსებული რეალობის დიდხანს გაგრძელება უკვე რთულად წარმოსადგენია. რა იქნება ომი თუ მშვიდობა, ეს ჯერ კიდევ უცნობია. 


 


მსგავს თემაზე:


დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ჩაიშალა


ორი კორეის ლიდერები განიარაღებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ


ფხენიანმა ჯაშუშობაში ბრალდებული აშშ-ის 3 მოქალაქე გაანთავისუფლა


მსგავს თემაზე:

კორეული ინვესტიციები და ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან – პერსპექტივები


სამხრეთ კორეაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები