• Ƀ/$

პოლონეთი აშშ-ს მუდმივმოქმედი ბაზის სანაცვლოდ მზად არის $2 მლრდ გაიღოს

28 მაისი 19:31, 2018 წელი | ანალიტიკა

რუსეთ-საქართველოს ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსული ინტერვენციის საფრთხე ნატოს წევრ ქვეყნებშიც კი დაინახეს. პოლონეთმა აშშ-ის სამხედრო ბაზის განსათავსებლად $2 მლრდ-ს გაღებაზე მზაობა გამოთქვა. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული იმპერიალისტური პოლიტიკა არ შეცვლილა. მისი უშუალო დახმარებით, დაფინანსებითა და იარაღის მიწვდით ეთნოკონფლიქტები გაღვივდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში. ადრეულ 90-იან წლებში რუსეთი კონფლიქტში მონაწილეობას არ აღიარებდა. საქართველოსთან მიმართებაში აცხადებდა, რომ ქართული მხარე გადაღებილი თვითმფინავით საკუთარ ტერიტორიას თავადვე ბომბავდა. რუსულმა რეალურად საოკუპაციო ჯარმა „სამშვიდობოს“ მანდატიც მოიპოვა.


2008 წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ისევ მშვიდობის საბაბით, მაგრამ უკვე ღიად რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაბპმბა მშვიდობიანი მოსახლეობა კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით. ომიდან რამდენიმე დღეში რუსეთმა რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2014 წელი იმავე რუსეთმა  ისევ ღიად ყირიმის ანექსია მოახდინა, აღმოსავლეთ უკრაინაში კი კიევი დღემდე ვერ ახორციელებს სრულფასოვნად თავის იურისდიქციას.



საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით პოლონეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, რომელზეც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ვრცელდება - თავდასხმა ერთ სახელმწიფოზე აღიქმება თავდასხმად მთლიან ნატოზე, მაგრამ ნატოს არსებობის 69 წლიანი ისტორიის მანძილზე ეს მუხლი პრაქტიკაში არასდროს ამოქმედებულა. ნატოს წევრ სახელმწიფოებს ღიად არასდროს დასხმიან თავს.


პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დელეგაციასთან ერთად 2010 წელს სმოლოენსკში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. პოლონურმა გამოძიებამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კატასტროფა აფეთქებამ გამოიწვია და არა პილოტის შეცდომამ ან ტექნიკურმა გაუმართაობამ. სხვა სახელმწიფოსთან აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ომის გამოცხადების მიზეზიც გამხდარიყო, მაგრამ არა რუსეთთან.



ტრამპმა ნატოს წევრი სახელმწიფოები რამდენჯერმე გააკრიტიკა, იმის გამო რომ ისინი თავდაცვაზე 2%-ზე ნაკლებს ხარჯავდნენ, ასევე მოითხოვა რომ ევროპაში ამერიკული ბაზების შენახვის სახსრები თავად ევროპის ქვეყნებს გაეღოთ, რადგან ისინი ევროპის უსაფრთხოებას იცავდნენ.


პოლონეთმა მსგავსი მოთხოვნა პირველად გასული საუკუნის მიწურულს 1999 წელს გააკეთა, მას შემდეგ რაც ნატოს წევრი გახდა, მაგრამ მისი საჭიროება 2008 და 2014 წლების საომარმა მოქმედებებმა გაზარდა. პოლონეთში ნატოსა და აშშ-ის ჯარი ამჟამადაც დგას, მაგრამ მცირე ოდენობით და როტაციული პრინციპით. პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს ხარჯავს რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ნატოს წევრ სახელმწიფოებში, უკეთესი შედეგი დანარჩენი 28 სახელმწიფოდან მხოლოდ აშშ-ს, საბერძნეთს, საფრანგეთსა და ესტონეთს გააჩნიათ.


 


მსგავს თემაზე:


პოლონეთის პრემიერი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ჰიბრიდულ იარაღს უწოდებს


პოლონეთი $4,75 მლრდ–ის ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს PATRIOT ყიდულობს


მსგავს თემაზე:

პოლონეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო


ტრამპის შურისძიება: ამერიკული ნავთობი ევროპიდან რუსეთს და OPEC-ს აძევებს


ტრამპი მერკელისგან „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ზე უარის თქმას მოითხოვს


აშშ ირანს უპრეცედენტო სანქციებით ემუქრება



სხვა სიახლეები