• Ƀ/$

ინტერნეტი 1 წუთში - 187 მილიონი გაგზავნილი იმეილი და $862 000-ის ონლაინ ნავაჭრი

2 ივნისი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ინტერნეტი ადამიანთა ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა. სამსახური, საქმიანი ურთიერთობები, სწავლა, გართობა... ყველაფერი ინტერნეტთან არის დაკავშირებული. საინტერესოა რა ხდება 1 წუთის განმავლობაში ინტერნეტში? 

60 წამში Google 3.7 მილიონ ძებნის ბრძანებას ახორციელებს. YouTube-ზე 4.3 მილიონ ვიდეოს უყურებენ, Google Pay-დან და App Store-დან 375 000 აპლიკაცია იტვირთება. 174 000 მომხმარებელი სქროლავს ინსტაგრამს, იგზავნება 25 000 ფიფი და 187 მილიონი იმეილი. ონლაინ შესყიდვებზე კი $862 000 იხარჯება.


აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვები გასული წლის მაჩვენებლებს შაუალოდ 5-10 პროცენტით აღემატება. ზრდას როგორც წესი ახალი მომხამარებლები განაპირობებენ. ვისთვისაც უკვე წლებია ინტერნეტი ცხოვრების ნაწილადაა ქცეული მისთვის გაგზავნილი იმელიების რაოდენობა არ იზრდება, თუმცა შესაძლოა ონლაინ შესყიდვებში უფრო მეტი დახარჯოს. 



ინტერნეტში გატარებული დროის არც თუ ისე მცირე ნაწილი, ბევრისთვის ნახევარზე მეტიც უსარგებლოდ იხარჯება, რაც ონლაინ სივრცის ერთ-ერთ მინუსად არის მიჩნეული. მასში გარკვეულ დროს არა მხოლოდ ბავშვები საქმიანი ადამიანებიც კარგავენ, მაგრამ მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, ინტერნეტის მეშვეობით დაზოგილი დრო და ფინანსები დანაკარგს რამდენჯერმე აღემატება.


პლანეტის მოსახლეობით თითქმის ნახევარს ინტერნეტზე ხელი დღემდე არ მიუწვდება. ილონ მასკი პრობლემის მოგვარებას რამდენიმე ათასი სატელიტით გეგმავს. მათი კოსმოსში გაშვება უკვე დაწყებულია.


 


მსგავს თემაზე: 


მასკმა ინტერნეტის გამავცელებელი სატელიტი კოსმოსში გაუშვა


ინტერნეტის სიგნალს მთვარიდან მივიღებთ


მსგავს თემაზე:

GOOGLE ერთ ადამიანზე 1 წელში 2000 წიგნის ზომის ინფორმაციას აგროვებს


16 წლის ქართველმა ბიჭმა Google-ის საძიებო სისტემის კონკურენტი პროგრამა შექმნა



სხვა სიახლეები