• Ƀ/$

"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი

29 მაისი 15:49, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სირიამაც აღიარა და მეხუთე სახელმწიფო გახდა რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურუს შემდეგ. საინტერესოა იმის გახსენება, რა ეკონომიკური ვითარებაა ამ ქვეყნებში. 

რუსეთი. რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს, ომის დასრულებიდან 2 კვირაზე ნაკლებ დროში ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. რუსეთი მართალია ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფოა და არმიის სიზლიერითაც მეორეა პლანეტაზე, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობით ბევრად უარეს პოზიციებს იკავებს და მას ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით ყოფილი კოლონიებიც (ლიტვა. ლატვია და ესტონეთი) უსწრებენ. PPP დათვლითაც დათვლითაც მშპ 1 სულ მოსახლეზე ესტონეთში $29700-ს აღწევს, რუსეთში კი $24800-ს და ეს რიცხვიც შეიძლება არ იყოს სანდო. ადამიანური განვითარების ინდექსით კი ესტონეთი რუსეთს 19 პოზიციით უსწრებს. განსხვავება გაცილებით თვალშისაცემია ერთ დროს განადგურების პირას მისულ გერმანიასთან მიმართებაში, რომელზე გამარჯვებასაც მოსკოვში ყოველ 9 მაისს დიდი პომპეზურობით აღნიშნავენ. 



ნიკარაგუა. ოკუპირებული რეგიონები მეორემ ნიკარაგუამ აღიარა. ნიკარაგუა ლათინო ამერიკაშიცა და მსოფლიოშიც უღარიბეს სახელმწიფოდ ითვლება. მშპ 1 სულ მოსახლეზე ნომინალური $2150, PPP დათვლით $5540, უფრო ღარიბი ვიდრე ნიგერია, ჰონდურასი, სუდანი და სვაზილენდი. ნიკარაგუა მდიდარი სახელმწიფო არასდროს ყოფილა, მაგრამ კრემლთან აფელირებული სოციალისტური ხუნტის შემდეგ უარესად გაღარიბდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა 1979 წელს ეკონომიკა 26%-ით შემცირდა, ხუნტის მეთაურის დანიელ ორტეგას პრეზიდენტობის დროს, 1988 წელს კი კიდევ 12.5%-ით. დანიელ ორტეგა დღესაც ნიკარაგუის პრეზიდენტია.



ვენესუელა. ოკუპირებული რეგიონები ვენესუელამ 2008 წლის 10 სექტემბერს აღიარა. #1 სახელმწიფო ნავთობის დამტკიცებული მარაგით ახლა ჰიპერინფლაციას ებრძვის, რომელმაც უკვე 13 800%-ს გადააჭარბა. ექსცენტრიკული უგო ჩავესის მემკვიდრე, რომემაც გაეროს ტრიბუნიდან აშშ-ის სატანა ეძახა ნაკლებად ქარიზმატული ნიკოლას მადურო აღმოჩნდა, რომლის დროსაც ეკონომიკური კრიზისი მნიშვნელოვნად გამწვავდა. ქვეყნიდან მოსახლეობა გარბის. ოპოზიციური მიტინგები ხშირად მსხვერპლით სრულდება.



ნაურუ. ნაურუ ნიკარაგუასა და ვენესუელას 2008 წლის 15 დეკემბერს შეუერთდა. ქვეყნის ფართობი 21 კვადრატული კილომეტრია (თბილისის 4%) მოსახლეობა კი 10 000 ადამიანი. ნაურუ ერთადერთი ქვეყანაა დედაქალაქის გარეშე. ნაურუს შემოსავლის ძირითად წყაროს უხოური დახმარებები წარმოადგენს, თუმცა დონალდ ტრამპმა 2017 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანიობის არ ცნობის მიზეზით ჯუჯა სახელმწიფოს დახმარება შეუწყვიტა. ქვეყნის ექსპორტის მთავარ წყაროს გადამფრენი ფრინბველების ექსკრემენტი წარმოადგენს.



ტუვალუმ და ვანუატუმ აფხაზეთი 2011 წელს აღიარეს, თუმცა ვანუატუმ 2013 წელს და ტუვალუმ 2014 წელს აღიარება უკან გაიწვია.


სირია. სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. სირია პლანეტის ყველაზე ცხელი წერტილია. 7 წლის განმავლობაში სამოქალაქო ომს, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტებს და სხვა სახელმწიფოების ავიადარტყმებს 500 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 10 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა საიდანაც 2 მილიონი ქვეყნიდან გაიქცა. ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ზარალი 400 მილიარდ დოლარად შეაფასა.  სისასტიკე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდანაც რომელმაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური თავდასხმა რამდენჯერმე განახორციელა, რასაც 2-ჯერ აშშ-ის ავიაიერიშები მოჰყვა. მეორედ აშშ უკვე კოალიციასთან ერთად მოქმედებდა. 



საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა. საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით ურთიერთობა გაწყდება სირიასთანაც. ვენესუელასთან და ნიკარაგუსთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.


 


მსგავს თემაზე:


კრემლი სანქციების წნეხს მოსახლეობაზე გადაანაწილებს


პუტინმა ეკონომიკური კრიზისი იწინასწარმეტყველა 


ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში ირანული სამიზნეები გაანადგურა


მსგავს თემაზე:

სირიაში ავიადარტყმები ერაყმაც განახორციელა


ვენესუელაში ბანკნოტებისგან ჩანთებსა და სუვენირებს ამზადებენ


რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ 4 თვეში $21 მლრდ–ს მიაღწია


რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ფართოვდება



სხვა სიახლეები