• Ƀ/$

ესტონეთში კითხვაზე დღეში 13 წუთს ხარჯავენ, საფრანგეთში 2 წუთს

2 ივნისი 15:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გავრცელებული მოსაზრებით ადამიანები ნაბეჭდ წიგნს იშვიათად კითხულობენ და დროის უმეტეს ნაწილს ეკრანთან ატარებენ. მეტწილად ეს ასეცაა ევროკავშირში უკეთეს შემთხვევაში დღის განმავლობაში საშუალოდ 13 წუთს ატარებენ.

13 წუთიანი რეკორდი ესტონეთს ეკუთვნის. ეს ნიშნავს რომ საშუალო სტატისტიკური ესტონელი კვირის განმავლობაში 91 წუთს კითხვაში ატარებს. რაც დაახლოებიტ 50 გვერდის ტოლფასია.  


მეორე-მესამე ადგილს 12-12 წუთით ფინეთი და პოლონეთი ინაწილებენ. უნგრეთში დღიურად 10 წუთიანი კითხვით კმაყოფილდებიან, საბერძენთში 9 წუთით გერმანიაში კი 7-ით. ეს დრო ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში 6 წუთამდე მცირდება საფრანგეთში კი 2 წუთამდე.


ცხადია ეს რიცხვები არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ესტონელი ყოვლდღე 13-13 წუთს კითხულობს ვიღაც კითხვას დღეში 3 საათს უთმობს და ვიღაც ისე კვდება, რომ 1 წიგნიც არ აქვს წაკითხული. თავად წიგნის მოყვარულმაც შესაძლოა მთელი კვირა დღე კითხვაში გაატაროს, დანარჩენი დღეები კი მისთვის ვერ მოიცალოს.


2016 წელს ევროკავშირში წიგნებისა და გაზეთების შეძენაზე 90 მილიარდი ევრო მშპ-ს 0.6% დაიხარჯა. რამაც კვლევის ავტორები სასიამოვნოდ გააკვირვა.


 


მსგავს თემაზე:


ახალი წიგნების 50% ჩინეთსა და აშშ-ში იბეჭდება


GOOGLE ერთ ადამიანზე 1 წელში 2000 წიგნის ზომის ინფორმაციას აგროვებს


წიგნიდან მიღებული ინფორმაციის გააზრება ელექტრონულ ფორმატზე მარტივია


სხვა სიახლეები