• Ƀ/$

აშშ და ჩინეთი WTO-ში ტექნოლოგიურ ტრანსფერებზე დაობენ

29 მაისი 19:34, 2018 წელი | ანალიტიკა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) შეერთებული შტატების და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს დავა.

დავის საგანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთის დადანაშაულება იმაში, რომ ჩინეთი უცხოურ კომპანიებს, ახალი ტექნოლოგიების და ინტელექტუალური საკუთრების გადაცემას აიძულებს. ამ პრობლემის მოუგვარებლობის გამო, ტრამპმა ჩინური იმპორტირებული საქონლის დიდ ნაწილზე ტარიფების მკვეთრად აწევა გადაწყვიტა.


WTO-ში აშშ-ის ელჩი დენის ში ამბობს, რომ „ტექნოლოგიების იძულებითი გადაცემა“ უმეტეს შემთხვევებში არის დაუწერელი კანონი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინურ ბაზარზე შეღწევას ცდილობენ. ეს წესი განსაკუთრებით იმ შემთხვევებშია აქტუალური, როცა უცხოურ კომპანიებს პარტნიორობას სახელმწიფოს საკუთრებაში, ან მმართველობაში არსებული კომპანიები უწევენ.


ჩინეთის ლიცენზირების და ადმინისტრირების წესების შესაბამისად, უცხოური კოპმპანიები ვალდებულები არიან, ადგილობრივ პარტნიორებს გაუზიარონ უახლესი ტექნოლოგიები, თუ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება სურთ. მთავრობის ოფიციალურ პირებს კი აქვთ იმის უფლება, რომ უცხოურ კომპანიებს თავიანთი შეხედულებისამებრ, ტექნოლოგიების გადაცემის მიზნით, ახალი რეგულაციები დაუწესონ.


„ეს არ არის კანონის უზენაესობა. ეს არის ჩინეთის მიერ მოგონლი წესები, რომლებიც ასეთი ძალადობრივი ქმედების საშუალებას იძლევას. ჩინეთი ამ ხერხით, WTO-ს სხვა წევრების მოწინავე ტექნოლოგიების ჩინური ინდუსტრიული კომპანიების განვითარებას ცდილობს“, - WTO-ს დავების საბჭოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა შიმ.


ის დასძენს, რომ ეს წესები წამგებიან მდგომარეობაში არამხოლოდ ამერიკელ, არამედ სხვა განვითარებული ქვყნების ინვესტორებსაც აყენებს. და თუ ისინი არ შეიცვლება, მალე ეს ქვეყნებიც დააფიქსირებენ, რომ ჩინეთთან მიმართებაში, არაკონკურენტუნრიანები არიან.


ჩინეთის ელჩი WTO-ში, ჟან სიანჩენი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ამერიკის პოზიცია, უდანაშაულობის პრესუმპციის დარღვევაა. „ფაქტი ისაა, რომ ჩვენი კანონები უცხოური კომპანიებისგან ტექნოლოგიების გადაცემას არ მოითხოვს“, - ამბობს სიანჩენი და დასძენს, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლებს ბრალდბათა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და მათი მტკიცებები „სუფთა სპეკულაციაა“ და მეტი არაფერი.


სხვა სიახლეები