• Ƀ/$

გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის

2 ივნისი 16:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ფანჯარა როგორც წესი სინათლის შესვლისთვის, ვენტილაციის გამარტივებისთვის, ხედების დასანახად და დეკორატიული მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა უახლეს მომავალში შესაძლოა მას მზის ენერგიის შემკრების ფუნქციაც დაემატოს. 

ბრიტანეთში XVII საუკუნის მიწურულს ფანჯრებზე გადასახადი დააწესეს, რომელიც ფანჯრების რაოდენობასთან ერთად იზრდებოდა, რის გამოც ბევრ ბრიტანელს ცხოვრების დარჩენილი წლების უფრო ბნელ სახლში გატარება მოუწია. XX და XXI საუკუნეში ცათამბჯენების ფასადზე შუშა დომინანტი გახდა. უახლესი კვლევები კი გამჭვირვალე მზის პანელის დამზადების შესაძლებლობას იძლევა.


მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით გამჭვირვალე მზის პანელი ფუნქციურად ისევე იმუშავებს როგორც ჩვეულებრივი სახურავის პანელი.


ტექნოლოგიის წარმატებით დანერგვა მზის მეშვეობით ელექტროენერგიის გენერაციას მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან თანამედროვე მაღლივი კორპუსის შემთხვევაში გარე ფასადის ფართობი სახურავისას მნიშვნელოვნად აღემატება. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება უფრო მეტი ენერგიის წარმოება, ვიდრე შენობაში განთავსებული ოჯახები და ოფისები მოიხმარენ.  თეორიულად მას შეერთებული შტატების მოთხოვნის 40%-ის დაკმაყოფილებაც შეეძლება.



ზოგადად მზის პანელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გააჩნია, რომელიც ნელ-ნელა გვარდება. 1) მაღალი ფასი, მისი კლების ტენდენცია გრძელდება. 2) ენერგიის შენახვის პრობლემა. მზე ღამით არ ანათებს, აკუმულატორი ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის, მისი წარმოება და უტილიზაცია არაეკოლოგიურია. დროთა განმავლობაში აკუმულატორის ფასიც ეცემა და წარმოების ტექნოლოგიებიც იხვეწება. 3) დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, საშუალოდ 20%. წლების წინ ეს რიცხვი კიდევ უფრო მცირე იყო, გამჭვირვალე პანელის შემთხვევაშიც მხოლოდ 5 პროცენტია.


ელექტროენერგიის ჯამურ გენერაციაში მზის წილი დღეს 1%-ს არ აღემატება, თუმცა მისი პოტენციალი უსაზღვროა. მართალია 2001-2016 წლებში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 188-ჯერ 1.6-დან 301 გიგავატამდე გაიზარდა, მაგრამ ეს შთამბეჭდავი ზრდაც ზღვაში წვეთია. მზიდან დედამიწამდე 1 წამში მოღწეული ენერგია უფრო მეტია ვიდრე პლანეტის მთელი მოსახლეობის მიერ 1 წლის მოხმარება. საგულისმოა ისიც,რომ დედამიწამდე მზის ენერგიის ერთ მემილიარდედზე ბევრად ნაკლები აღწევს. 


 


მსგავს თემაზე:


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


პარიზის შეთანხმების დატოვების მიუხედავად აშშ-ში განახლებადი ენეგიის წილი გაიზარდა


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ


დედამიწის დღე, პრობლემები, შედეგები და გამოსავალი



სხვა სიახლეები