• Ƀ/$

ვაშინგტონი ევროპულ ფოლადსა და ალუმინს 1–ლი ივნისიდან დაბეგრავს

31 მაისი 19:28, 2018 წელი | ეკონომიკა

ევროკავშირიდან, მექსიკიდან და კანადიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრის შესახებ ვაშინგტონმა გადაწყვეტილება მიიღო.

„ახალი ნორმები ხვალიდან, 1–ლი ივნისიდან, ვაშინგტონის დროით 7:00 საათზე ამოქმედდება“, – განაცხადა აშშ–ის ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

საპასუხო ზომების შესახებ ევროკავშირი უახლოეს საათებში აპირებს განცხადების გაკეთებას, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა როსის განცხადების გაცნობიდან რამდენიმე წუთში.

რაც შეეხებამექსიკასა და კანადას, მათთან მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე, როსის თქმით, „მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა“ და დღეს არ არის გამოკვეთილი ამ პროცესის დასრულების ვადები. სწორედ ეს გახდა ამ ქვეყნების წარმოებული ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ვაშინგტონის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების „ერთობლივ და გადამწყეტ“ პასუხზე აცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ამის შესახებ მან ლისაბონში, ვაშინგტონის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გახმოვანებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. „ევროკავშირმა ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია ჩამოაყალიბა. დარწმუნებული ვართ, რომ გადასახადები ვტო–ს წესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მერკელმა.

აშშ–ში ფოლადისა და ალუმინის შესაბამისად 25 და 10%–ით დაბეგვრის შესახებ დონალდ ტრამპმა მარტის დასაწყისში განაცხადა. ევროკავშირმა მაშინ განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს. ევროკავშირმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას 18 მაისს აშშ–ის საპასუხო გადასახადების ჩამონათვალი წარუდგინა, რომელთა საერთო მოცულობა 1,4 მლრდ ევროს შეადგენს. ამერიკული პროდუქციის ჩამონათვალში, რომელიც 20 ივნისიდან შეიძლება 25%–ით დაიბეგროს, ფორთოხლის წვენი, ვისკი, თამბაქო და მოტოციკლები შედის.

მსგავს თემაზე:

RUSAL-ზე დაწესებულმა სანქციებმა ალუმინის ფასი მკვეთრად გაზარდა

ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრა ვაშინგტონმა ივნისამდე გადადო

ჩინეთს აშშ–თან ვაჭრობის საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების კონსტრუქციულობის იმედი აქვს

გაცვლის თუ არა აშშ ევროპულ იმპორტს გათხევადებული გაზის ექსპორტში?

ტრამპი ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტის 10%–იან შემცირებას ითხოვს

მოსკოვი აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებში სავაჭრო ომის საფრთხეს ხედავს

აშშ სავაჭრო ურთიერთობების „დალაგებას“ იაპონიასთან ცდილობს


სხვა სიახლეები