ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის - „EuroDIG 2018“ ფორუმის მონაწილე ანდრეა ბიკალის განცხადებით, სწორედ მასშტაბურ ღონისძიებებზე განისაზღვრება ინტერნეტის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები.
„საქართველოს ყველა სექტორს - მთავრობას, კერძო სექტორს, მომხმარებლებს, სასერვერო საზოგადოებებს, შეგვიძლია ვურჩიოთ ამგვარ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის მიღება. საქმე მხოლოდ ინტერნეტის განვითარებაში მონაწილეობას არ ეხება, ვინაიდან თუ საკუთარი წვლილის შეტანა არ შეგიძლია, უნდა გამოიყენო შესაძლებლობა და ისარგებლო სხვისი მიღწევებით ამ სფეროში“, – უთხრა ჟურნალისტებს ანდრეა ბიკალმა.
მისივე აზრით, ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა, როგორიცაა EuroDIG 2018, საქართველოსთვის შესაძლებლობაა, რომ იყოს ლიდერთა შორის, ინტერნეტის განვითარების პროცესის მონაწილე, განავითაროს საკუთარი ინოვაციები, და ამასთან, დიალოგის სხვა მონაწილეებს შესთავაზოს იმის ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული ინტერნეტში მომხმარებლების უფლებების დაცვა და ინტერესები.
ფორუმი „EuroDIG 2018“ თბილისში ოფიციალურად სამშაბათს გაიხსნა.