• Ƀ/$

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება

8 ივნისი 12:12, 2018 წელი | კომპანიები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 11 ივნისს ორი ახალი საწარმო – შპს „ტიფლის ტექსტილს“ და შპს „ალუტექ ჯორჯიას“ ოფიციალურად გაიხსნება.

სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ M2B-ს აცნობეს, რომ შპს „ტიფლის ტექსტილ“ და შპს „ალუტექ ჯორჯია“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში” განახორციელებს. ამასთანავე, შპს „ტიფლის ტექსტილმა“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას თბილისში, გ. ლორთქიფანიძის #81ა 9492  კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა.


აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ,  „ტიფლის ტექსტილმა“, საწარმო თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღჭურვა, წინდების წარმოების დაწყება და 50 ადამიანის დასაქმება შეძლო, ხოლო აღნიშნული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. შპს „ალუტექ ჯორჯია“, რომლის პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 499 000 ლარს შეადგენს, ალუმინის პროფილისა და მზა კარ-ფანჯრების, კერძოდ წლიურად 4 393 220 ლარის ენერგო ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი  პროდუქციის წარმოებას შეძლებს. ამოქმედების პირველ ეტაპზე, კომპანიამ 32 ადამიანი დაასაქმა.


მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მაისის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 363 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 880 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.


მსგავს თემაზე:


„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქუთაისში ტანსაცმლის საწარმო გაიხსნა


ონსა და წყალტუბოში მინიმუმ $35 მლნ-ს ინვესტიცია განხორციელდება


ორხევში პროტეინების საწარმო აშენდება


სხვა სიახლეები