• Ƀ/$

საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდება

8 ივნისი 13:03, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის,  მიმდინარე თვის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 ივნისის მთავრობის  სხდომაზე განაცხადა. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას, ღიას - ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


საქართველოს ამ დროისთვის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს  ევროკავშირთან, ჩინეთთან,  EFTA-სთან (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი), თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან.


ჰონკონგი ჩინეთის პირველი სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ინარჩუნებს სრულ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და გააჩნია საკუთარი ვალუტა. 


2017 წელს საქართველომ ჰონჰკონგში $6.3 მლნ-ს ექსპორტი და $102 მლნ-ს იმპორტი განახორციელა.


მსგავს თემაზე:


საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება


ჰონკონგის ღვინის გამოფენაში 13 ქართული კომპანია მონაწილეობდა


სხვა სიახლეები