• Ƀ/$

BMW, Peugeot და Hyundai ახალ მოდელებს წარადგენენ

10 ივნისი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ავტოჰოლდინგმა Hyundai განახლებულ სედან Celesta - ზე პრაის-ლისტი გამოაცხადა. ახალი ოთხკარიანი მანქანა ოდნავ გაძვირებულია, სამაგიეროდ ოპციების საკმაოდ მდიდარი ნუსხითაა გამდიდრებული. 

Hyundai Celesta -ის მოტორულ ნაწილში კვლავაც 123 ცხენის ძალის სიმძლავრის 1,6 ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატია განთავსებული.


განახლებული Hyundai დაკომპლექტებულია კონდიციონერით, აუდიოსისტემით და 16 დიუიმიანი დისკებით.


მოდელის მინიმალური ღირებულება ჩინურ ბაზარზე სავარაუდოდ 13 000 ამერიკული დოლარი იქნება.



Peugeot - ის დებიუტი კი სავარაუდოდ პარიზის ავტოშოუს ფარგლებში შედგება. წინასწარი ინფორმაციით, ბრენდი სედან 508 SW-ს წარმოდგენას აპირებს, თუმცა ახალი ავტომობილის შესახებ რაიმე სახის მონაცემები ჯერჯერობით იდუმალებითაა მოცული.


ფოტოების მიხედვით, SW გარეგნულად დიდად განსხვავებული არ იქნება 508 -ის წინა თაობებისგან. სავარაუდოდ ახალი მოდელის ფასი 33 000 ევრო იქნება და თავდაპირველად გასაყიდად მას ევროპულ, ხოლო შემდეგ კი ჩინურ ბაზარზე გაიტანენ.



პარიზის ავტოშოუ 2018 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. თუმცა საავტომობილო პრესა უკვე აღსავსეა ჭორებით ამ ღონისძიებასთან და მასში მონაწილეების ვინაობასთან დაკავშირებით.


საუბარია ზოგიერთი ცნობილი საავტომობილო ბრენდის მიერ ამ ფორუმის უგულვებელყოფაზე. მათ შორის ნახსენებია BMW, რომელიც თავის მხრივ, უახლოეს მომავალში საზოგადოების წინაშე რამდენიმე ახალი მოდელის წარდგენას აპირებს.


მაგრამ თუკი BMW პარიზის ავტოშოუში მონაწილეობას მიიღებს, სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ აქ მოხდეს ქროსსოვერ BMW X5-ის ახალი - მეოთხე თაობის პრეზენტაცია, ხოლო მოდელის ონლაინ დებიუტი კი ცოტა ხნით ადრე, აგვისტოშია დაგეგმილი.


უახლესი ფოტოების მიხედვით, რომელთა ავთენტურობაც სულ ცოტა ხნის დადგინდა, ახალი BMW X5 2019-ის  ექსტერიერის დიზაინი განსაკუთრებული სიახლით, ნამდვილად არ გამოირჩევა.



BMW X5 - მა BMW X3 -ის ბოლო თაობის არაერთი სტილისტური გადაწყვეტილება გადაიღო, მიიღო რა ოდნავ უფრო „მომრგვალო“ მოყვანილობა. კარგად დაკვირვების შემთხვევაში კი მისი X7 iPerformance - თან მსგავსების პოვნაც შეიძლება.


აღსანიშნავია ახალი მოდელის მაქსიმალურად წინ წაწეული, დიდი ზომის რადიატორის მოაჯირი. მაინცდამაინც დიდი სიახლეები კი არც შიდა დიზაინთან დაკავშირებითაა მოსალოდნელი. ამ მხრივ კონსტრუქტორები უბრალოდ შეეცადნენ წინამორბედი BMW X5 F15-ის სალონის არქიტექტურის კიდევ უფრო დახვეწას.


ცენტრალური კონსოლის მთავარი 12.3 დიუიმიანი ეკრანის ქვეშ, კლიმატური მოწყობილობით მართვის ელემენტებია გათავსებული. ავტომობილი ასევე აღჭურვილია გადაცემათა კოლოფის ახალი სელექტორით და სხვადასხვა ხელსაწყოების სრული ციფრული ნუსხით. 


ქროსსოვერი BMW X5  აღჭურვილია ახალი ჩამოსაკიდით, რომელსაც წინა ღერძზე ორმაგი განივი ბერკეტი, ხოლო უკანაზე კი მრავალი ბერკეტი გააჩნია.


ახალი Х5 2019 -ის სიგრძე 4,945 მ, სიგანე 2,004მ,  სიმაღლე კი 1,791მ იქნება. აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ მაჩვენებლით, ის თავის წინამორბედს ოდნავ აღემატება.


საბარგულის მოცულობა 645 ლიტრია, თუმცა მისი გაზრდა 1860 ლიტრამდეა შესაძლებელი.


საგრძნობლად შემცირებულია ახალი მოდელის აღჭურვილობის წონა. ზოგიერთი მონაცემით 200 კგ.(!) - მდე.


ახალმა Х5 2019 -მა მე-5 სერიის ძალოვანი აგრეგატების ხაზი გადაიღო. იგი შედგება 2.0 ლ. მოცულობის მქონე 4 ცილინდრიანი ტურბომოტორებისგან და იმუშავებს როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე. 


 


ავტორი: არჩილ ბენაშვილი, სპეციალურად M2B-სთვის.


 


მსგავს თემაზე:


„ტესლას“ რენტაბელობის საიდუმლო...


ირანიდან PEGEOUT–ის გასვლით პრობლემები აზერბაიჯანის ავტოწარმოებასაც შეექმნება 


მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


Toyota უპილოტო ავტომობილების წარმოებას 20-იანი წლებიდან დაიწყებს


მფრინავ ავტომობილს იაპონიაში პირველად გამოცდიან


ელექტროავტობუსების იმპორტი შესაძლოა დღგ-ისგან გათავისუფლდეს



სხვა სიახლეები