• Ƀ/$

YouTube-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

9 ივნისი 15:35, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Instagram ხანგრძლივი ვიდეოების ახალი პლატფორმის გაშვებას გეგმავს, რითაც YouTube–სა და Snapchat–ის პირდაპირი კონკურენტი ხდება.

სოციალური ქსელი შოუებისა და მუსიკალური ვიდეოების ამზადებს პლატფორმას, რომელზეც გამოსახულება ვერტიკალვრი იქნება, 4K გაფართოებით და ფართოეკრანიანი მხარდაჭერით.


კონტენტის ხარისხით InstaTube (ჟურნალისტებმა ხუმრობით ასე შეარქვეს ახალ პროექტს) ორიენტირებული იქნება არა Netflix–სა და HBO–ზე, არამედ YouTube-ზე განთავსებული ბლოგერების ვიდეორგოლებზე. როგორც წესი, ასეთი ვიდეოების ქრონომეტრაჟი 5–დან 15 წუთამდეა, გადაღებულია პროფესიონალური კამერით, კარგი განათებით, რასაც მცირერიცხოვანი ჯგუფი ახორციელებს.


პლატფორმის ძირითადი მიზანია, კონტენტის შემქმნელებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცეს. ამჟამად სოციალური ქსელის მომხმარებელი 800 000 ადამიანია. ამდენად, InstaTube–საც შეუძლია მძლავრი მარკეტინგული იარაღი გახდეს.


ამჟამად Instagram პოპულარულ დასავლელ ბლოგერებთან პარტნიორობას განიხილავს. პლატფორმის აგებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თუმცა, რამდენიმე წყაროს ცნობით, ახალი პლატფორმის გაშვება 20 ივნისისთვის იგეგმება.


სხვა სიახლეები