• Ƀ/$

ელექტრონული წიგნების გაყიდვები ტრადიციული ნაბეჭდი ვერსიისას აჭარბებს

10 ივნისი 15:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ლეგენდის თანახმად როდესაც ეგვიპტის ფარაონს დამწერლობის გამოგონების შესახებ აცნობეს და მისი მნიშვნელობაც აუხსნეს, ფარაონი შეშფოთდა ეს მეხსიერებას ბოლოს მოუღებსო ფარაონის ავი წინათგრძნობა არ გამართლდა. 

უმბერტო ეკოს ესე „წიგნი თუ კომპიუტერი“ ამ ლეგენდის გახსენებით იწყება და სრულდება იმით რომ კომპიუტერი წიგნს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან მათი ფუნქციები და დანიშნულება სხვადასხვაა. 


რეალურად კომპიუტერი და წიგნი ერთმანეთის კონკურენტები მართლაც არ არიან. კომპიუტერი და ინტერნეტი შეიძლება ენციკლოპედიის კონკურენტად ჩაითვალოს. ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება, განახლება, დამუშავება მართლაც ბევრად უფრო მარტივია. ნაბეჭდი წიგნის პირდაპირი კონკურენტი კი ელექტრონული წიგნის წამკითხავი ე.წ. რიდერია.



კომპიუტერის ეკრანი ნებისმიერ შემთხვევაში გათვალისწინებულია ფერადი გრაფიკული გამოსახულების საჩვენებლადაც, რის გამოც მცდელობის მიუხედავად გამოსხივება მაინც მაღალია. კვლევებით დადგინდა, რომ წიგნიდან მიღებული ინფრომაცია გასააზრებლად და დასამახსოვრებლად უფრო მარტივია, ვიდრე ეკრანიდან.  რიდერი, კი მხოლოდ საკითხავადაა გათვლილი და მისი გამოსხივება პრაქტიკულად ნულთანაა მიახლოებული.


სახლის პირობებში ადამიანთა უმრავლესობა უპირატესობას მაინც ნაბეჭდ წიგნს ანიჭებს. ვისთვის გადაფურცვლაა უფრო მარტივი, ვისთვის წიგნის სურნელი სასიამოვნო, თუმცა გარკვეული უპირატესობები რიდერსაც გააჩნია. სამოგზაუროდ ის შეუდარებელია. მისი ზომა რვეულის ზომას არ აღემატება და მასში რამდენიმე ათასი წიგნის ჩაწერის ჩაწერაა შესაძლებელი. გარდა ამისა წიგნის ელ. ვერსია როგორც წესი უფრო იაფია, რადგან ფურცლის, ბეჭვდისა და დისტრიბუციის ხარჯი ამოგდებულია. გამომცემლისთვის რჩება მხოლოდ მწერლისთვის მისაცემი ჰონორარი, რეკლამის ხარჯი და მოგების მარჟა. ზოგ შემთხვევაში ელექტრონული წიგნი საერთოდ უფასოა, რაც ნაბეჭდი წიგნის შემთხვევაში გამორიცხულია.


სულ რამდენიმე ბრენდია, რომლის სახელიც საზოგადო სახელად იქცა. ასეთებია მაგალითად ჯიპი, ქსეროქსი... ასეთია „Kindle”-ც. „Amazon”-ის პროდუქტი, რომელიც რიდერებიდან ყველაზე პოპულარულია. თავად Amazon-ზე მისი სხვადასხვა მოდიფიკაციის მოდელის შეძენა 80-250 დოლარადაა შესაძლებელი. სტანდარტული მოდელი კი $120 ღირს. 2010 წლიდან ელექტრონული წიგნების გაყიდვებმა ნაბეჭდისას გაუსწრო. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ კომკომპანიამ გაყიდვები 24 წლის წინ სწორედ წიგნებით დაიწყო, ოღონდ ჩვეულებრივი, ნაბეჭდი წიგნებით.



წიგნი ტრადიციული ნაბეჭდი სახით სავარაუდოდ კიდევ დიდხანს იარსებებს, თუმცა არც მისი ელექტრონული კონკურენტი დათმობს პოზიციებს.


 


მსგავს თემაზე:


ესტონეთში კითხვაზე დღეში 13 წუთს ხარჯავენ, საფრანგეთში 2 წუთს


GOOGLE ერთ ადამიანზე 1 წელში 2000 წიგნის ზომის ინფორმაციას აგროვებს


ახალი წიგნების 50% ჩინეთსა და აშშ-ში იბეჭდება


სხვა სიახლეები