• Ƀ/$

დონალდ ტრამპი G7-ის წევრებს დაუბეგრავი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

9 ივნისი 21:15 | ეკონომიკა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ G7-ის სამიტზე პარტნიორებს დაუბეგრავიმ სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა.

„დიახ, მე დავაყენე ეს საკითხი. ეს არის ის,  რაც უნდა იყოს: არავითარი გადასახადი, არავითარი ბარიერები და არავითარი სუბსიდიები... ეს იქნებოდა საბოლოო მიზანი. იმუშავებს თუ არა ეს, ჯერ არ ვიცი, მაგრამ მე შევთავაზე“, – ციტირებს ტრამპის სიტყვებს უცხოური მედია.


ტრამპს არ დაუკონკრეტებია, დაუჭირეს თუ არა მხარი მის წინადადებას სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა.


იტალია გლობალური ვაჭრობის რეორგანიზაციის მომხრეა


იტალიის ახალმა პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ, რომელიც პრორუსული პოლიტიკური განწყობებით გამოირჩევა, განაცხადა, რომ ვაჭრობის საკითხებში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.


„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ გადასახადებზე, ბარიერებზე, ტარიფებზე. შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება მიღწეულია. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ვმო–ზე დაფუძნებული მსოფლიო სავაჭრო სისტემა გარკვეულწილად მოძველდა და სრულყოფას, რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს“, – განაცხადა კონტემ.


არასასიამოვნო შედეგები


მანამდე, შაბათს დილით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კვებეკში G7-ის სამიტზე „დიდი შვიდიანის“ ექვს წევრსა და აშშ–ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირების განმუხტვის მცდელობა ჩაიშალა.


დაპირისპირების ძირითადი საგანი ვაჭრობაა. აშშ–ის პარტნიორები აღშფოთებული არიან ტრამპის გადაწყვეტილებით, რომელიც ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრას შეეხება. ქვეყნებს შორის დაპირისპირებამ ისეთი გაქანება მიიღო, რომ ექსპერტები „სავაჭრო ომზე“ ალაპარაკდნენ.


მაკრონის ყველაზე კრიტიკული განცხადება


საფრანგეთის პრეზიდენტმა კვებეკში პარასკევს განაცხადა, რომ შემაჯამებელი დოკუმენტი აშშ–ის ხელმოწერის გარეშეც შეიძლება მიიღონ.


მან ტვიტერის გვერდზე მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის ბოლო ეკონომიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, სადაც მიანიშნა, რომ ამის გამო აშშ შესაძლოა იზოლაციაში აღმოჩნდეს.


„აშშ–ის პრეზიდენტი შეიძლება არც არის იზოლაციის წინააღმდეგი – არც ჩვენ ვართ წინააღმდეგი, ექვსი ქვეყნის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი“, – წერს საფრანგეთის ლიდერი.


მაკრონის თქმით, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი და იაპონია ერთად „ნამდვილ საერთაშორისო ძალად“ ჩამოყალიბდნენ და დიდი ისტორიის მქონე ეკონომიკურ ბაზარს წარმოადგენენ, რომელიც აშშ–ის ბაზარს აღემატება.


ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტის ახალი ნორმები 1–ლი ივნისიდან, ვაშინგტონის დროით 7:00 საათზე ამოქმედდა.


აშშ–ში ფოლადისა და ალუმინის შესაბამისად 25 და 10%–ით დაბეგვრის შესახებ დონალდ ტრამპმა მარტის დასაწყისში განაცხადა. ევროკავშირმა მაშინ განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს. ევროკავშირმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას 18 მაისს აშშ–ის საპასუხო გადასახადების ჩამონათვალი წარუდგინა, რომელთა საერთო მოცულობა 1,4 მლრდ ევროს შეადგენს. ამერიკული პროდუქციის ჩამონათვალში, რომელიც 20 ივნისიდან შეიძლება 25%–ით დაიბეგროს, ფორთოხლის წვენი, ვისკი, თამბაქო და მოტოციკლები შედის.


მსგავს თემაზე:


დიდი განხეთქილება G7-ში: ტრამპთან შეთანხმება ვერ მოხერხდა


მაკრონი ვაშინგტონს იზოლირებით დაემუქრა


ჩინეთი უკან იხევს – დღეიდან იმპორტის დაბეგვრას ანახევრებს


გლობალური ეკონომიკის მშვიდი საზაფხულო სტარტი


ტრამპმა სავაჭრო ომის დაწყების მიზეზები განმარტა


ვაშინგტონი ევროპულ ფოლადსა და ალუმინს 1–ლი ივნისიდან დაბეგრავს


 


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი