• Ƀ/$

დაცული ტერიტორიებით უცხოელი ტურისტების დაინტერესება იზრდება

11 ივნისი 13:37, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, იანვარ–მაისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195 617 შეადგინა. მათ შორის 55% საქართველოს, ხოლო 45% - უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამის შესახებ M2B-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს.


სააგენტოს ცნობით, დაცულ ტერიტორიებზე ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 14%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 38%-ით არის გაზრდილი.


საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.
ტოპ–5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა:


• პრომეთეს მღვიმე;
• თბილისის ეროვნული პარკი;
• ყაზბეგის ეროვნული პარკი;
• მარტვილის კანიონი;
• სათაფლია.


5 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:


• მაჭახელას ეროვნული პარკი; 
• თბილისის ეროვნული პარკი;
• მტირალას ეროვნული პარკი;
• ჯავახეთის დაცული ტერიტორიები;
• მარტვილის კანიონი.


უწყების ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტო, დაცული ტერიტორიების უნიკალური ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვასა და განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეკოტურისტული საქმიანობის ფარგლებში, მაისის თვეში ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც ტურისტები ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.


სხვა სიახლეები