• Ƀ/$

ციფრული ეკონომიკის ასოციაციაში 50-მდე იურიდიული თუ ფიზიკური პირი გაერთიანდა

11 ივნისი 18:41, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საქართველოში ციფრული ეკონომიკის ასოციაცია DEAG შეიქმნა, რომლის გარშემოც 50-მდე იურიდიული თუ ფიზიკური პირი გაერთიანდა. მისმა დამფუძნებელმა გიორგი შერვაშიძემ  ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჩვენ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ გზას ვთავაზობთ. უნდა მოხდეს ციფრული აქტივების სწორი რეგულირება საქართველოში (მაგ, AML პოლიტიკის გატარება, ინვესტორთა დაცვა).  შედეგი - არსებული კომპანიებისა თუ სტარტაპ პროექტების ტოკენიზაცია (ციფრული აქტივების გამოშვება) და ეს არ იქნება მხოლოდ ლოკალურად მიმდინარე პროცესი - კრიპტოლიბერალური რეფორმა გლობალური სივრციდან შემოიყვანს კომპანიებს, რაც ჯამში კაპიტალის ბაზრის, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას გამოიწვევს. ყოველივე ეს დადებითად აისახება, როგორც ლარის კურსზე, ასევე სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელზე.  უცხოური კაპიტალის შემოდინება აწყობთ კომერციულ ბანკებსაც. ზოგადად, ეს გარდაუვალი პროცესია და თანამშრომლობას სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ  დღეს უნდა ავუწყოთ ფეხი მომავალს.  - განაცხადა „საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის“ პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ.


 „მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება ბლოკჩეინ ტექნოლოგების დანერგვა-განვითარების მიზნით, მაგალითად, ჭკვიანი (სმარტ) კონტრაქტების  მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოებისა და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებას“ - აღნიშნა აოციაციის თანადამფუძნებელმა ლანა გალდავამ.


საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია (DEAG) 2018 წლის 1 ივნისს დაფუძნდა.  ორგანიზაციის ოფიციალური  წარდგენა/პრესკონფერენცია  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამშაბათს, 12 ივნისს, 12:00 სთ-ზე გაიმართება.


 


მსგავს თემაზე:


ევროპარლამენტარი მიხალ ბონი საქართველოს ციფრული განვითარების მხარდაჭერის თხოვნით გამოვიდა


16 წლის ქართველმა ბიჭმა GOOGLE-ის საძიებო სისტემის კონკურენტი პროგრამა შექმნა


სხვა სიახლეები