• Ƀ/$

ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა. აშშ-ჩრ.კორეის ისტორიული სამიტი

12 ივნისი 10:13 | მთავარი

სინგაპურში ისტორიაში პირველი შეხვედრა გამართეს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა. შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება იყო.

სამიტი საკურორტო კუნძულ სენტოზაზე მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Capella გაიმართა, რომლის დაწყებამდეც მსოფლიო მედიამ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩამორთმევა დააფიქსირა.


ტრამპმა განაცხადა, რომ წარმატების იმედი აქვს და ეჭვიც არ ეპარება, რომ აშშ–ს „შესანიშნავი“ ურთიერთობები ექნება ფხენიანთან. კიმ ჩენ ინმა კი თქვა, რომ მრავალი წინაღობის გადალახვა მოუხდა, რათა ეს შეხვედრა შემდგარიყო.


ლიდერებმა დაახლოებიც 50 წუთის განმავლობაში პირისპირ ისაუბრეს (მათთან მხოლოდ თარჯიმანი დარჩა). ამის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში მრჩევლების და დელეგაციების შემადგენლობებში შესული მაღალჩინოსნები ჩაერთნენ.


შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. მოლაპარაკებების შემაჯამებელი ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პროგნოზების მიუხედავად, ტრამპი და კიმი მოლაპარაკების მაგიდასთან საკმაოდ მოდუნებულად გამოიყურებოდნენ.


რას განიხილავდნენ?


ჩრდილოეთ კორეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო იზოლაციაშია ადამიანის უფლებების დარღვევისა და ბირთვული შეიარაღების შექმნის მცდელობების გამო.


აშშ–ს სურს, ფხენიანმა უარი თქვას ბირთვული იარაღზე და ქობინები მესამე ქვეყანას გადასცეს.


ამის სანაცვლოდ რას ითხოვს ფხენიანი – უცნობია. კორეული საინფორმაციო სააგენტო შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდა, რომ დაგეგმილია ჩრდილოეთ კორეასა და აშშ–ს შორის ახალი ურთიერთობების დამყარების საკითხის განხილვა, რომელიც ახალი ეპოქის დაწყებიდან მომდინარეობს – მშვიდობა სამხრეთ კორეასთან და ბირთვული განიარაღება.


მანამდე ექსპერტები ამბობდნენ, რომ საკუთარი განიარაღების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთელი მეზობლისგანაც ანალოგიურ ნაბიჯებს მოითხოვს. ერისადმი წლის დასაწყისში გაკეთებულ მიმართვაში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარება იქნება.


მაისის ბოლოს კიმს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდა, რომელის მოლაპარაკების შემდეგ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის მოწოდებით გამოვიდა.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი