• Ƀ/$

თურქეთში დღეს TANAP პომპეზურად გაიხსნება

12 ივნისი 11:45 | ეკონომიკა

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP), რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება, 12 ივნისს შევა ექსპლუატაციაში.

ამ ისტორიული პროექტის რეალიზაცია, რომელსაც „ენერგეტიკულ აბრეშუმის გზადაც“ მიოხსენიებენ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს, თურქეთისა და შემდგოგ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.


TANAP–ის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონია თურქეთის პროვინცია ესკიშეხირში მდებარე საკომპრესორო–საზომ სადგურზე გაიმართება.


გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის პრეზიდენტები რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, გიორგი მარგველაშვილი, ილჰამ ალიევი და პეტრო პოროშენკო. ასევე, პროექტის მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები.


TANAP სიგრძე 1850 კილომეტრს შეადგენს და საქართველო–თურქეთის საზღვრიდან თურქეთ–საბერძნეთის საზღვრამდეა გაყვანილი, სადაც ის ტრანსადრიატიკულ (TAP) გაზსადენს შეუერთდება და აზერბაიჯანული გაზი იტალიამდე მიაღწევს.


TANAP–ის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, საიდანაც 6 მლრდ–ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მლრდ კუბური მეტრი ევროპაში გადაიტუმბება.


მსგავს თემაზე:


კავკასიაში ახალი ენერგოპროექტებისთვის თურქეთი მზად არის


საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს


გაზის სამხრეთის დერეფანი საზეიმოდ გაიხსნა


იტალიის პრორუსული მთავრობა „გაზის სამხრეთის დერეფნის“ მშენებლობას აჩერებს


TAP არ არის იტალიის საშინაო საქმე, ეს საერთო ევროპული პროექტია – პასუხი იტალიის პრორუსულ მთავრობას


TANAP-ის გახსნით პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურული გარდაქმნა ახალ ეტაპზე გადავა


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი