• Ƀ/$

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ალუმინის კარ-ფანჯრის ახალი საწარმო გაიხსნა

12 ივნისი 14:21 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ალუმინის კარ-ფანჯრის ახალი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ გახსნა. საწარმოში 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ის 40 ადამიანს ასაქმებს. 

 

„სწორედ ასეთ პროექტებს ქმნის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანებს და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ახალი ინვესტიციები განახორციელონ ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


შპს „ალუტექ ჯორჯია“   ალუმინის პროფილისა და მზა კარ-ფანჯრების მწარმოებელი ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1.5 მლნ ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. საწარმო თბილისში, ქიზიყის ქ. #24-ში მდებარეობს.


კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ბაზრის მოთხოვნის მიხედვით, მომავალში წარმომადგენლობების გახსნას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.


„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, უკვე მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 880 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით  შეიქმნება 14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.


რაც შეეხება პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტს, მის  ფარგლებში 2015-2017 წლებში მხარდაჭერილია 5 313 პროექტი და დაფინანსებულია 8 412  ბენეფიციარი. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გაიცა 38 მლნ. ლარზე მეტი.  დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარამდეა.


 


მსგავს თემაზე:


8 ქართული ტექნოლოგიური კომპანია STARTUP GRIND LONDON-ის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას


„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება


სხვა სიახლეები