• Ƀ/$

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტის ნაწილი გასაჯაროვდა

12 ივნისი 15:18 | მთავარი

სინგაპურში 12 ივნისს შეერთებული შტატებისა და ჩრილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრიდან რამდენიმე საათში ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტის ნაწილი გასაჯაროვდა. 

აშშ და ჩრდილოეთ კორეა ვალდებულებას იღებენ ორი ქვეყნის ხალხის სურვილის მიხედვით ამერიკა-ჩრდილო კორეას შორის ახალი მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარონ.


აშშ და ჩრდილო კორეა კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი და მშვიდობიანი რეჟიმის დასამყარებლად ძალისხმევა გააერთიანებენ.


2018 წლის 27 აპრილს პანმუჯონში ხელმოწერილ დეკლარაციას მიხედვით ჩრდილო კორეა კვლავ მზადაა ბირთული განიარაღებისთვის.


ჩრდილო კორეა მზადაა მოახდინოს კორეის ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების იდენტიფიკაცია და დაუბრუნოს ამერიკას.


„პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო, კიმ ჩენ ინმა კი, კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის მყარი გარანტია გასცა“,-ნათქვამია დოკუმენტში.


 


მსგავს თემაზე:


სირიის დიქტატორმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა


ლავროვმა კიმ ჩენ ინი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად მიიწვია


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი